მედიცინა

მოულოდნელად: ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამი – „დელტაკრონი“ გაჩნდა

კორონავირუსის ახალი შტამი საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში გამოავლინეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებულ დაავადებათა სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ დაადასტურა ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტაკრონის“ გაჩენა.

„ეს შტამი გამოვლინდა საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში. მაგრამ დაფიქსირდა ინფიცირების ძალიან დაბალი დონე“, – აღნიშნა მან ბრიფინგზე.

ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „დელტაკრონი“ გაჩნდა „დელტა“ შტამის AY.4 და „ომიკრონის“ BA.1/BA.2 სუბსახეობების გაერთიანებისას. ჯანმოს სპეციალისტებმა ეს ვარიანტი 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

„დელტაკრონის“ შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. კერძოდ, კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდის გამოვლენის შესახებ ცნობა კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გაავრცელა.

ამასთან, ჯანმოში ყოყმანობდნენ და არ გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შეცდომის – სეკვენირების დროს ნიმუშის დაბინძურების შედეგი, ამიტომ ჩათვალეს, რომ შეიძლება უმჯობესი ყოფილიყო, არ გამოეყენებინათ დასახელება „დელტაკრონი“.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close