ვიდეოსაბერძნეთი

ციკლონმა „ფილიპოსმა“ საბერძნეთში ისევ ზამთარი მოიყვანა (ვიდეო)

დღეს დილიდან ატიკაში ყველგან თოვდა, ჩრდილოეთ გარეუბნებიდან, ცენტრამდე. ათენის ცენტრალურ რაიონში, პატისიაშიც თოვლია. ციკლონმა „ფილიპოსმა“, რომელმაც წინა დღეებში კვიპროსსა და საბერძნეთის ჩრდილოეთ რაიონებში გამოიწვია უამინდობა და თოვა, ხუთშაბათს, 10 მარტს, დილიდან ატიკაც მოიცვა.

გუშინ ჩრდილოეთ საბერძნეთში, იანინის პრეფექტურაში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა, დღეს კი მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო საბავშვო ბაგა-ბაღები არ გაიხსნა მთელ ატიკაში. ხვალ, პარასკევს ატიკის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რაიონებში, სადაც მუნიციპალიტეტები საჭიროდ მიიჩნევენ, სკოლები დაკეტილი იქნება. შესაბამის განცხადებებს ატიკის რეგიონის და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მთავრობები გაავრცელებენ.

გადაწყდა, რომ დღეს საღამოდან ატიკი ოდოსზე, ახალ მონაკვეთზე მძიმე სატვირთო მანქანების გადაადგილება ისევ აიკრძალება.

სამოქალაქო დაცვის სამსახური მოქალაქეებს სთხოვს, თუ აუცილებელი არ არის, თავი შეიკავონ მგზავრობისაგან და გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

meteo.gr-ის ინფორმაციით, საბერძნეთში მარტისთვის ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და -3-დან 8°С-მდე იქნება ჩრდილოეთ საბერძნეთში (დასავლეთ მაკედონიაში -7-დან 2°С-მდე),  -2 -დან 8°С-მდე ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში, -2-დან 12°С-მდე – დასავლეთ საბერძნეთში (ეპირში -2 -დან 7°С-მდე),  4-13°С კიკლადებსა და კრეტაზე, 2-12°С აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და 6-14°С – დოდეკანესზე.

სიცივე კვირამდე შენარჩუნდება, ორშაბათიდან, 14 მარტიდან კი კი მეტეოროლოგები ამინდის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვპირდებიან.

ნინო ბაჯელიძე

ავტორის ვიდეო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close