მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეებს ვალუტის ყიდვა აუკრძალეს

ახალი წესის მოქმედება 9 მარტიდან 9 სექტემბრამდე გაგრძელდება

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი შეზღუდვები შემოიღო უცხოური ვალუტის გაცვლასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცენტრობანკის პრესსამსახური იუწყება.

„ბანკები დროებითი წესის მოქმედების ვადაში არ მიჰყიდიან ნაღდ ვალუტას მოქალაქეებს. მოქალაქეების მიერ ნაღდი ფულის სახით ვალუტის გაყიდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერი მოცულობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აგრეთვე, რუსეთის მოქალაქეებს თავიანთი დეპოზიტური ანგარიშებიდან შეუძლიათ მოხსნან დოლარი (სხვა ვალუტას ვერ მოხსნიან), თუმცა მხოლოდ 10 ათასი დოლარის მოცულობით. დანარჩენი ფული შეუძლიათ მიიღონ რუბლებში გაცემის დღეს არსებული კურსით.

ამასთან, სავალუტო ანგარიშის მიუხედავად ფულადი სახსრების კონვერტირება მოხდება დოლარში – ანუ, მაგალითად, ევროს დეპოზიტიდან კლიენტები ფულს ევროში ვერ მოხსნიან, არამედ მოხდება კონვერტირება დოლარში.

ასეთი წესი იმოქმედებს 9 მარტიდან 9 სექტემბრამდე.

9 მარტს რუსეთის ფედერაციაში დოლარის კურსმა ნაღდი ფულის ბაზარზე 190 რუბლს მიაღწია. ადგილობრივი მედიასაშუალებები წერდნენ, რომ მოქალაქეებმა შტურმი მიიტანეს ბანკომატებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე, დოლარის დეფიციტი იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დილით უკრაინაში შეჭრამ და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მყისიერი მკაცრი სანქციები გამოიწვია, რომლის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკამ უკვე დიდი დარტყმა მიიღო. ომის დაწყების წინა დღეს – 23 თებერვალს ერთი დოლარი 80 რუბლი ღირდა, სულ რაღაც 2 კვირაში რუბლი დოლარის მიმართ 250%-ით გაუფასურდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close