მსოფლიოპოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტის გადაწყევტილება მიიღო

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტის გადაწყევტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გარდამავალი პერიოდი ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ჯაჭვებს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რუსულ ნავთობზე დიდი ბრიტანეთის მოთხოვნის 8% მოდის.

ცოტა ხნის წინ რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის სრული აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close