მსოფლიოპოლიტიკა

„ეს არ არის ბირთვული დარტყმა“ – რუსულმა ჯარმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქა, კიევთან ახლოს კი – ნავთობბაზა (ვიდეო)

პუტინმა ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქეს. ამის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.

„ხარკოვში დამპყრობლებმა გაზსადენი ააფეთქეს. ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას – ეს არ არის ბირთვული დარტყმა, თუმცა აფეთქება მას ვიზუალურად ჰგავს“, – ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.

ამასთან, მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ და არ მიუახლოვდნენ იმ ქიმიურ ობიექტებს, სადაც აფეთქება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნეს.

გასულ ღამეს რუსებმა კიდევ ერთი ტექნოგენური კატასტროფა შექმნეს – კიევთან ახლოს, ვასილკოვოში ნავთობბაზა დაბომბეს.

დაბომბვის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ქალაქის მერის, ნატალია ბალასინოვიჩის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა.

ვლადიმირ პუტინმა დღეს ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. TASS.ru იტყობინება, რომ პუტინის ბრძანებას, რუსეთის არმიის შეკავების ძალები მსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა უპასუხეს: „არის!“  პუტინის თქმით, დასავლეთის ძალები „არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ რუსეთის მიმართ ეკონომიკურ სფეროში – მხედველობაში მაქვს არალეგიტიმური სანქციები, რომელთა შესახებაც ყველამ იცის“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close