ეკონომიკამოგზაურობა
თურქეთში ბაზირებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ახალი მიმართულებით ფრენას იწყებს: მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან რეგულარული რეისები შესრულდება საჰაერო ხაზზე – იზმირი-თბილისი-იზმირი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიანიჭა.
კომენტარები