არტისტი

„16 წლის ვიყავი, როცა ჯულიანასთან მეწყვილედ დავდექი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთად ბევრი რამ გადავიარეთ, უამრავი სირთულე…“

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესანიშნავი მონაწილეები, მოცეკვავეთა წყვილი ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი პროექტს დასაწყისიდანვე მოჰყვებიან, წყვილში კი უკვე წლებია, რაც არიან და უამრავი ჯილდო აქვთ მოგებული. ისევე, როგორც მოიგეს ძალიან მნიშვნელოვანი – მაყურებლის სიყვარული და სითბო.

Fortuna.ge-სთვის ინტერვიუს მკაცრი გრაფიკის მიუხედავად დათანხმდნენ და „აკადემია ლაუნჯის“ მყუდრო გარემოში ძალიან ხალისიანი საუბარიც გაიმართა ფოტოსესიასთან ერთად.

„ცეკვავენ ვარსკვლავებს“ მოჰყვებით პირველი სეზონიდან. როგორია მეათე საიუბილეო სეზონში მონაწილეობა, რა მოგიტანათ ამ პროექტმა?

ოთო:

პირველ სეზონზე 17 წლის ვიყავი, შესაბამისად, ამ პროექტთან ერთად გავიზარდე და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მან მომცა, პირველ რიგში, ხალხის სიყვარული, რომელიც დღემდე მომყვება. არ ვიცი, რითი გადავუხადო და დავუბრუნო საზოგადოებას ეს სიყვარული და სითბო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველ ჯერზე ისეთი ცეკვები შევასრულო, რითაც მაყურებელს სიამოვნებას მივანიჭებ. ათი წლის განმავლობაში რუსკა მაყაშვილთან და ანკა ვასაძესთან ერთად მოვიგე ორჯერ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მხოლოდ ერთ სეზონში არ ვმონაწილეობდი. პანდემიის ფონსაც თუ გავითვალისწინებთ, ამხელა ჩავარდნა წინა სეზონის შემდეგ პროექტს არ ჰქონია. როგორც ხალხს მოენატრა ეს პროექტი, ასევე – ჩვენც და ძალიან გვსიამოვნებს მეათე სეზონის დაწყება.

ჯულიანა:

მეც ასე ვფიქრობ, რომ ამ სეზონებთან ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით პიროვნებებად. უფრო გავიხსენი შინაგანად, თავდაჯერებული გავხდი და დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში, რადგან როცა პატარა გოგო ხარ და პირველად გამოდიხარ დიდი პუბლიკის წინაშე, სულ არის პატარა ეჭვები, არ იცი, როგორ მიგიღებენ. მეორე – რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვეთანხმები ოთოს – ეს არის ხალხის სიყვარული ჩვენდამი, რაც მაძლევს დიდ სტიმულს, უფრო და უფრო განვვითარდე და ვიყო გამორჩეული შემდეგ სეზონებში. ამ პროექტს აქვს კიდევ ერთი პლუსი – ურთიერთობები ახალ საინტერესო ადამიანებთან, რაც პიროვნულად ასევე გზრდის.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ამ პროექტმა ვარსკვლავებად გაქციათ…

ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ საკუთარი თავის განვითარებაზე და არ ვფიქრობთ ვარსკვლავობაზე. რაც დღეს გვაქვს, დავიმსახურეთ დიდი შრომის შედეგად. ახლაც არ ვაპირებთ გაჩერებას. ვარსკვლავობაზე ჩაციკვლა დიდად აუცილებელი არ არის, უნდა ფიქრობდე შენს პროფესიაზე და განვითარებაზე.

ოთო:

როცა საქმეს ხელს ვკიდებ, ვცდილობ, მაქსიმალური შედეგი მივიღო. მოტივაციამ და ჩემმა შემართებამ, დამოკიდებულებამ მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.

რა სირთულეებია, როდესაც პროფესიონალ მოცეკვავეს უწევს სცენაზე გამოსვლა ისეთ ადამიანთან, რომელსაც შეიძლება, მანამდე შეხება არ ჰქონია.

ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი და ამას გულწრფელად ვამბობ. ძალიან იღბლიანი ვარ და არაერთხელ მითქვამს, რომ მუდამ გამორჩეული მეწყვილეები მხვდებიან პარტნიორებად.

ხშირად გამიგია, სხვა მოცეკვავეებს შურთ ოთოსი, სულ ძალიან მაგარ გოგონებთან ერთად ცეკვავსო.

(იცინის) ხშირად ამბობენ ამას. მეც თამამად ვიტყვი, რომ ყველა სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი გოგონა ჩემთან ცეკვავდა.

და რაც მთავარია, შენთან ცეკვავს ჯულიანა…

ოთო:

რა თქმა უნდა!..

ჯულიანა:

მე ვარ მისი ყველაზე დიდი იღბალი (იცინიან).

გააგრძელე კითხვა აქ: fortuna/post/16-wlis-viyavi

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close