ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21-27 თებერვალი

21 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეების განმავლობაში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, მსუყე საკვები არ მიიღოთ. მსუბუქი და ჯანსაღი კვება იდეალური იქნება. შეგიძლიათ განტვირთვის დღეები მოაწყოთ, რაც ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ.

 

ვერძი

თუ განწყობა ძალიან გაგიუარესდათ, შეეცადეთ თავადვე აამაღლოთ ის ნებისმიერი საშუალებით! კერძოდ, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს საყვარელი საქმეების კეთებაში. კარგი დროა სწავლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გამოცდების ჩაბარება უწევს. ამ დღეებში მნიშვნელოვანია საბუთებისა და ძველი ნივთების დალაგება. შესაძლოა ფინანსური მდგომარეობა დაიძაბოს – ფრთხილად იყავით. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მეგობრების წრეში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კურო

ახლა თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქმეებზე, რომლებიც ჭარბად გექნებათ. აქტიური მოქმედების დროა – ამისთვის საკმარისი ენერგია გაქვთ. დაელოდეთ შემოთავაზებებს და მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. თქვენს ზურგს უკან შესაძლოა ჭორები გავრცელდეს. შეაჩერეთ ეს ყველაფერი ძირშივე, ის ადამიანი კი, ვინც ამის ინიციირება მოახდინა, ახლოს აღარ გაიკაროთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ტყუპი

თუ ამ პერიოდში საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, ბევრი კარი თავისთავად გაიღება თქვენთვის.  სამსახურში ნუ მოგერიდებათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, მაგრამ საოჯახო საქმეებში ლიდერობა მეუღლეს დაუთმეთ. მოსალოდნელია ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება მოგზაურობასთან, სახლისთვის ნივთების ყიდვასთან, უძრავი ქონების საკითხის მოგვარებასთან. შაბათ-კვირას თავს საშუალება მიეცით, რომ კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში ყურადღების გაფანტვა და დაუდევრობა იქნება თქვენი პრობლემა სამსახურში. ამან  შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ. განსაკუთრებით ეცადეთ, რომ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე, ოჯახში ბავშვებს ახლა სჭირდებათ ყურადღება: დაუთმეთ მათ თქვენი თავისუფალი დრო.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ლომი

ახალი ნაცნობობა ახლა ადვილად და ბუნებრივად მოხდება. დააკვირდით ახლად გამომცხვარ თაყვანისმცემლებს: იქნებ მათ შორის არის განსაკუთრებული ადამიანი? თქვენს ბინას დასუფთავება დასჭირდება. არ გადადოთ: მოგვიანებით უფრო რთული იქნება არეულობასთან გამკლავება. ამ კვირაში თუ ვინმემ დახმარება გთხოვათ, ან თავად გაგიჩნდათ სურვილი ვინმეს დაეხმაროთ, აუცილებლად დაეხმარეთ – ვარსკვლავები ნებისმიერი მადლიერი საქმისთვის საზღაურს ორმაგად დაგიბრუნებენ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

მოსალოდნელია სამსახურში მოგიხდეთ გარკვეული ვალდებულების საკუთარ თავზე აღება, არ ინერვიულოთ, ამისთვის საკმარისი ენერგია და მონდომება გაქვთ,  ვარსკვლავებიც ყველანაირ დახმარებას გპირდებიან. კვირის დასაწყისში შესაძლებელია ფინანსური სირთულეები. ოჯახის წევრები და მეგობრები დაგეხმარებიან მათთან გამკლავებაში – არ მოგერიდოთ მათთვის დახმარების თხოვნა. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 

სასწორი

შესაძლოა თქვენდა უნებურად სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ. შეეცადეთ დაუყოვნებლივ გაარკვიოთ ყველაფერი: თქვენ ეს რთული „ფიგურები“ არ გჭირდებათ. ეს პერიოდი სასწორს ბევრ ახალ აღმოჩენას და კარგ განწყობას ჰპირდება. არის შანსი, რომ მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი ან მემკვიდრეობა. ამავე დროს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი შენაძენი თქვენთვის მომგებიანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, კვებას ყურადღება მიაქციოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მორიელი

23 თებერვალს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ იმ მოვლენებს, რომლებიც თქვენ გეხებათ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში დაისვენოთ ყოველდღიური სამუშაოსგან და გარკვეული დრო მეგობრებთან, ახლობლებთან შეხვედრებს დაუთმოთ. კარგი იქნება, თუ იმ საოჯახო ნივთების შეძენაზეც იზრუნებთ, რომელთა ყიდვასაც უკვე დიდი ხანია ფიქრობთ. შაბათ-კვირა ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მშვილდოსანი

სიზარმაცე ახლა თქვენი მთავარი მტერი იქნება. ამის გამო შეიძლება სამსახურში ვადები დაარღვიოთ, აგრეთვე, საყვარელ ადამიანებს იმედი გაუცრუოთ. აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში! ამ პერიოდში მშვილდოსანს წონის დაკლება გაუჭირდება: გარშემო ბევრი ცდუნება იქნება. შეეცადეთ როგორმე წინააღმდეგობა გაუწიოთ ცდუნებებს და მსუყე საკვები არ მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, 21-იდან 23 თებერვლის ჩათვლით საყვარელ ადამიანებს მიმართოთ დასახმარებლად, რადგან შესაძლოა ფინანსური პრობლემები გქონდეთ, რომლებსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია დასტაბილურდება, მაგრამ სამსახურში ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე – ენერგია არ გეყოფათ. შეეცადეთ ამ კვირაში ზომიერად მიირთვათ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მერწყული

ახლა კოლეგებისა და უფროსების გაოცების შანსი გექნებათ. გამოაჩინეთ თქვენი ცოდნა და უნარები რთული საქმის უმოკლეს დროში შესრულებით. არ ინერვიულოთ, წარმატებას მიაღწევთ! 21-იდან 23 თებერვლამდე განსაკუთრებით გააკონტროლეთ თქვენი ემოციები. ეს დღეები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ამ თვეში. ვარსკვლავების რჩევით, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა იფიქრონ, როგორ გაიმრავალფეროვნონ პირადი ცხოვრება.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თევზები

ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება საყვარელმა ადამიანმა არასასიამოვნოდ გაგაოცოთ. მთავარია ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. გახსოვდეთ, ყველაფერი კარგად დასრულდება და თქვენს გეგმებსაც განახორციელებთ. დაუთმეთ თავისუფალი დრო თვითგანვითარებას – წაიკითხეთ მეტი წიგნი, დაესწარით საინტერესო შეხვედრებს, ისაუბრეთ საინტერესო ადამიანებთან.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close