მსოფლიოპოლიტიკა

ინგლისში სახლიდან მუშაობის მოთხოვნა, კოვიდპასპორტები და პირბადის სავალდებულო ტარება უქმდება

ინგლისში სახლიდან მუშაობის მოთხოვნა, კოვიდპასპორტები და პირბადის სავალდებულო ტარება უქმდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„25 იანვრიდან სავალდებულო სერტიფიკაცია დასრულდება. ორგანიზაციები შეძლებენ თავად გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა კოვიდსაშვები, თუმცა ჩვენ ვწყვეტთ ინგლისში კოვიდსერტიფიკატების სავალდებულო გამოყენებას. გარდა ამისა, მთავრობა სახლიდან მუშაობას აღარ მოითხოვს. მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაასკვნა, რომ როგორც კი შეზღუდვების მოქმედების ვადა ამოიწურება, მთავრობა პირბადის სავალდებულო ტარებას აღარ მოითხოვს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო დაწესებული ზომები 25 იანვრის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება.

ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თვითიზოლაციის მოთხოვნის საკითხიც გადაიხედება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close