fbpx
მიგრაცია

460 000-ზე მეტი ადამიანი გასაუბრებას ელოდება – ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთი წელი

გასულ წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის შემზღუდავ საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებდა და პირობა დადო, რომ ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ ყოვლისმომცველ რეფორმას განახორციელებდა. პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ მისი რეფორმები დაადასტურებდა ამერიკის ერთგულებას თავშესაფრის მაძიებლებისა და ლტოლვილთა მიმართ.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი წელი იწურება და მისი საიმიგრაციო პოლიტიკა იმდენივე ცვლილებას აჩვენებს, რამდენ გაგნრძობადობასაც.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავებისთანავე მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების ბრძანება გასცა. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რაც ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკას წინამორბედი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკისგან განასხვავებს.

მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლების საიმიგრაციო პოლიტიკის ძირითადი არქიტექტურა კვლავ ნარჩუნდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ წინამორბედისგან შეინარჩუნა პანდემიასთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელიც მიგრანტების სწრაფ გაძევებას მოიაზრებს. ეს პოლიტიკა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც აშშ-მა კანადასა და მექსიკასთან სახმელეთო საზღვრები გახსნა.

იმიგრანტების დამცველები ამბობენ, რომ ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკას ჰუმანურობა შეჰმატა, თუმცა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

„ჩვენ ადმინისტრაციას ვთხოვთ, გააუქმოს გარკვეული წესები, რაც აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობას შეამსუბუქებს, თუმცა პრაქტიკაში კვლავ ვხედავთ საზღვარზე ტრამპის ადმინისტრაციის მემკვიდრეობას. ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ფაქტობრივად იგივე მდგომარეობაა“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ფერნანდო გარსია, „სასაზღვრო ქსელის ადამიანის უფლებათა“ დირექტორი.

დონალდ ტრამპის 4 -წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში აშშ-ში ლტოლვილების მიღების წლიური ზღვარი 85 000-დან 15 000-მდე შემცირდა.

თავდაპირველად ბაიდენმა 15 000-იანი ზღვარი შეინარჩუნა, რაც აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კაპიტოლიუმში პროტესტის უკმაყოფილების შემდეგ მაისში ადმინისტრაციამ ზღვარი 65 000-მდე ასწია. 2021 ფისკალური წლისთვის აშშ-მა სულ 11 411 ლტოლვილი მიიღო.

მას შემდეგ, 2022 წლისთვის შეერთებულმა შტატებმა ლტოლვილთა ლიმიტი 125 000-მდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი შედეგი განსაზღვრულ რაოდენობას კვლავ ჩამორჩება და თეთრმა სახლმა აღიარა, რომ „მიზანი რთულად მისაღწევი იქნება“.

რაც შეეხება ლეგალურ იმიგრაციას, მთელ მსოფლიოში აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები კვლავ გაიხსნა. მიუხედავად ამისა, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სერვისები კვლავ შეზღუდულია.

ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 460 000-ზე მეტი ადამიანი გასაუბრებას ელოდება.

amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close