მოგზაურობაnews

ევროკავშირში სამოგზაუროდ შესაძლოა 9 თვეში ერთხელ დაგვჭირდეს კოვიდსაწინააღმდეგო აცრა

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს შესაძლოა ბუსტერული დოზით აცრა მოუწიოთ, რომელიც ბოლო 9 თვეში უნდა იყოს გაკეთებული. კერძოდ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ვაქცინის ვალიდურობა 9 თვით განისაზღვროს.

თუ ევროკომისიის რეკომენდაცია მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წლის იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწევთ ბუსტერის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ბოლო 9 თვეში უნდა იყოს გაკეთებული.

2022 წლის მარტიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხოლოდ აცრილ, გამოჯანმრთელებულ ან გადაუდებელი აუცილებლობის მქონე მოგზაურებს მიიღებენ, როგორებიც არიან, მაგალითად, სატვირთო ავტომობილების მძღოლები. ამჟამად მოქმედი სისტემით ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ ე. წ. უსაფრთხო ქვეყნების სიას, რომელიც მუდმივად ახლდება.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close