მედიცინასაზოგადოება

ბერძენი პროფესორის ოპტიმისტური პროგნოზი – როდის დასრულდება პანდემია?

ბერძნულ ტელეარხ SKAI-ზე გამოსვლისას ბერძენმა პროფესორმა, პულმონოლოგმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან (ბალტიმორი, აშშ), პანაიოტის გალიაცატოსმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პანდემია 6-8 თვეში დასრულდება.

„გვაქვს ვაქცინა, მკურნალობა, Merck-ის და Pfize-ის წამლები, ამიტომ ვფიქრობ, რომ პანდემია 6-8 თვეში დასრულდება“, – თქვა მან, თუმცა ივარაუდა, რომ კორონავირუსი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში დარჩება.

პროფესორის თქმით, ვაქცინაციას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და დაცვის სხვა ზომებთან ერთად იქნება გასაღები პანდემიის დასასრულებლად. „უნდა ჩავიტაროთ აცრა, რომ ჩვენი ორგანიზმი მზად იყოს, ვირუსს შეეწინააღმდეგოს. ასე თანდათანობით, იმასთან ერთად, რომ მოსახლეობა პირბადის ტარებას გააგრძელებს, პანდემია დამთავრდება“, – ასეთია მისი ოპტიმისტური პროგნოზი.

რაც შეეხება ვაქცინაციის ინტენსიურად წარმოებას, პროფესორმა აღნიშნა, რომ ექიმებმა ადამიანების ნდობა უნდა მოიპოვონ, რათა მოქალაქეები უფრო შეგნებით მოეკიდონ ვაქცინაციისკენ მოწოდებას.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close