ხომ არის ხოლმე „გადასატანი“ დღეები… ამ დროს იცი, რა უნდა ქნა?
ასეთი შემოძახება, გამხნევება დროდადრო ყველას გვჭირდება – საქართველოში თუ ემიგრაციაში, ქალს თუ კაცს, ასაკოვანს თუ ახალგაზრდას… აბა, მოუსმინეთ!
„ხომ არის ხოლმე „გადასატანი“ დღეები… „ფეხზე ვერ დავდგები“ დღეები… „მეტი აღარ შემიძლია“ დღეები… „დავიტანჯე“ დღეები… მხრებჩამოყრილი დღეები… „ყელში ამოვიდა“ დღეები… გულგახეთქილი დღეები…
ამ დროს იცი, რა უნდა ქნა? საკუთარი სხულიდან უნდა გამოხვიდე, შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე, შენივე ხელი მხარზე გადაიდო, წამოაყენო… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ… ეს „მეზარება“ დღეები რომ ჩამოიცილო მხრებიდან… მერე უნდა დაითვალო ნაბიჯები… ოცამდე და პირიქით… მანამდე, სანამ პატარა ნაპერწკლს არ დაინახავ სიცოცხლისას… იმ „ტუჩებდაბუჟებული“ დღეების გასაცრელად… იმ „არაფერი აღარ მინდა“ დღეების დასამარცხებლად…
კიდევ რა უნდა ქნა? – საკუთარ თავს დაელაპარაკე, გულახდილად უთხარი, გამოუტყდი ყველაფერში… რა გინდა… რატომ ხარ ასე… იტირე! – თუ გულზე მოგეშვება, იტირე!.. მერე აუცილებლად გაიცინებ, გულიანად გაიცინებ!.. მთავარია ეს „გადასატანი“ დღეები გადაიტანო!.. „მეტი აღარ შემიძლია“ დღეებს არ მისცე გამარჯვების უფლება!.. მოითმინო… საკუთარ თავს დაეხმარო სიხარულის დღეების დადგომამდე… გამარჯვების დღეების დადგომამდე… „გამიმზიანდა“ დღეების დადგომამდე…
წინ უნდა იარო, არ უნდა დანებდე არავითარ შემთხვევაში!..
წაიქცევი? – ადგები!.. ასჯერ რომც წაიქცე – ასმეერთედ უნდა დადგე ფეხზე!.. ამაშია ცხოვრების აზრი!.. ეს არის გამარჯვების, მიზნის მიღწევის დღეების საწინდარი!..
აუცილებლად უნდა ადგე და გააგრძელო გზა მზიანი დღეების ხათრით!.. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად! საკუთარი ბედნიერების დღეების საპოვნელად!..
იპოვე! აუცილებლად იპოვე შენი თავი იმ „ჩავიძირე“ დღეების ფსკერზე და გადაარჩინე!!!“
ია ნანეიშვილი
კომენტარები