fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში „ტირამისუს მამა“ გარდაიცვალა

იტალიაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა რესტორატორი ადო კამპეოლი/Ado Campeol, რომელიც ცნობილია, როგორც „ტირამისუს მამა“. ამის შესახებ Il Messaggero წერს.

„ადო კამპეოლთან ერთად, რომელიც დღეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტრევიზო თავისი საჭმლისა და ღვინის ისტორიაში კიდევ ერთ ვარსკვლავს კარგავს, რომელიც იქაც კი იბრწყინებს“, – დაწერა ფეისბუქში ვენეტოს რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ, სადაც კამპეოლი ცხოვრობდა და მუშაობდა.

რაც შეეხება ტირამისუს, დესერტი შემთხვევით შეიქმნა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ადო კამპეოლის კუთვნილ რესტორან Le Beccherie-ს სამზარეულოში, ქალაქ ტრევიზოში (ვენეტოს რეგიონი) – ვანილის ნაყინის მომზადების დროს კვერცხისა და შაქრის ნარევში შემთხვევით ნაღების ყველი – მასკარპონე აურიეს.

მოგვიანებით რეცეპტი დაიხვეწა, დესერტს ყავით გაჟღენთილი ბისკვიტი დაუმატეს, ზემოდან კი კაკაო მოაფრქვიეს.

„ტირამისუ გაჩნდა კამპეოლის ცოლის – ალბას (დი პილო) ინტუიციისა და ფანტაზიის წყალობით“, – დაწერა ფეისბუქში ლუკა ძაიამ. დესერტის თანაავტორია შეფ-მზარეული რობერტო ლინგანოტო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close