საზოგადოებასაქართველო

ვის სჭირდება „ბუსტერი“ და ვის შეუძლია გაიკეთოს საქართველოში – ახალი ბრძანება

საქართველოში უკვე იწყება კორონავიუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება – ეს არის მესამე აცრა, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უტარდება. დამატებითი აცრის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა და კონკრეტული კატეგორიები გამოყო.

ბრძანება 11 ოქტომბრით თარიღდება და უკვე მოქმედია. დამატებითი დოზის გაკეთება შესაძლებელია, თუ ვაქცინაციის სრული კურსიდან მინიმუმ 6 თვეა გასული.

„ბუსტერის“ გაკეთება შეუძლიათ:

  • 50 წლის და უფროსი ასაკის პირებს (ანამნეზის გარეშე);
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს (ანამნეზის გარეშე);
  • პენიტენციარული სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციარულ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (ანამნეზის გარეშე);
  • სამედიცინო პერსონალს (ანამნეზის გარეშე);
  • 16-იდან 49 წლის (ჩათვლით) პირებს, ქრონიკული დაავადებებით (ანამნეზით).

„ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ“, – ვკითხულობთ ახალ ბრძანებაში.

ვაქცინაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზის გაკეთება არ არის საჭირო. მანვე დააზუსტა, რომ „ბუსტერით“ აცრა ეხება ფაიზერით აცრილ მოქალაქეებს, სინოვაკით და სინოფარმით აცრილთათვის კი – სურვილის შემთხვევაში.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეთუმცა არსებობს პუნქტები, სადაც პირდაპირ შეიძლება მისვლა და წინასწარი რეგისტრაციის გავლა არ არის საჭირო. აცრა ორივე შემთხვევაში შესაძლებელია.

რეგისტრაციის გარეშე აცრა ტარდება:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით), 09:00-იდან 20:00-მდე
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით), 10:00-იდან 20:00- მდე შესვენების გარეშე
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით), 10:00-იდან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-იდან 17:30-მდე
  • სავაჭრო ცენრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-იდან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-იდან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, საყოველთაო ვაქცინაცია კი – 4 მაისიდან. შესაბამისად, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მოქალაქეების ნაწილს უკვე უწევს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close