ფსიქოლოგიარჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ადამიანის ტრაგედიას შევესწარით, რის თქმა და გაკეთება არ შეიძლება ასეთ დროს და როგორ შეგვიძლია მისი დახმარება – ფსიქოლოგის რჩევები

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „დილის შოუსთან“ იმის შესახებ ისაუბრა, როგორ შეიძლება ადამიანის დახმარება, თუ მას დიდი ტრაგედია შეემთხვა.

მისი თქმით, ტრაგედიის საწყის ეტაპზე ფსიქოლოგების ჩართვას არანაირი აზრი აქვს, თუმცა შესაძლებელია მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება მაქსიმალური სიფრთხილით.

„თუ შეესწარით ასეთ მდგომარეობას და ირგვლივ თქვენ გარდა არავინ არაა, პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ ადამიანთან უშუალო კონტაქტის დამყარებას. ვინ არის? რა ჰქვია? ვის შეიძლება მივმართოთ? ოჯახის წევრები თუ ჰყავს? ვის დავურეკოთ, ვიდრე პოლიცია, სასწრაფო მოვა? უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება, ასეთ დროს, ემოციურად, თქვენც გამოხატოთ იგივე. მაქსიმალური სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. არ შეიძლება შეხება, არ შეიძლება შეძახილი, რომ „არაფერი არ მომხდარა“, „ნუ გეშინია“, „ყველაფერი კარგად არის“. პირველ ეტაპზე ეს არ მუშაობს, რადგან მოხდა, როგორ არ მოხდა და საკმაოდ მძიმეა. ერთადერთი, რაც ასეთ დროს გევალებათ, არის ის, რომ ადამიანს აგრძნობინოთ, მარტო არაა, თქვენ მის გვერდით დგახართ და არ მიატოვებთ, ვიდრე ვინმე არ მოვა და არ დაეხმარება. ხანდახან ადამიანები განსაკუთრებულად შოკურ მდგომარეობაში არიან და კონტაქტშიც ვერ შემოდიან. ეს უნდა ვიცოდეთ და პატივი ვცეთ. ასეთ დროს ცოტა ხანს უნდა ვაცადოთ. ამასთან, აუცილებელია, დავიცვათ მისი უფლებები. ასეთ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში არ მივაკაროთ ვიღაც ტელეფონით, კამერით… მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მისი უსაფრთხოება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური უფლებები და მისი ღირსება, როცა იმ მომენტში ამას თავად ვერ ახერხებს“, – აღნიშნა ირინა ტაბუცაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close