იტალია

იტალიის 3 რაიონში საფრთხის „წითელი“ დონე გამოცხადდა უამინდობის გამო

კვირის დასაწყისიდან იტალიას უამინდობა დაატყდა თავს ნიაღვრებით და ძლიერი წვიმებით, ჭექა-ქუხილითა და ძლიერი ქარით. სამოქალაქო დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით, მეტეოსაფრთხის „წითელი“ („უმაღლესი“) დონე გამოცხადდა უახლოეს 24 საათში იტალიის სამი ჩრდილოეთი რეგიონის – ლიგურიის, ლომბარდიისა და პიემონტის რამდენიმე რაიონში. 

ორშაბათს, 4 ოქტომბერს ნალექების რეკორდული რაოდენობა (500 მილიმეტრამდე) მოვიდა ლიგურიის პროვინცია სავონაში, აგრეთვე, გენუის მახლობლად, რის შედეგადაც ყველაზე დიდი მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დატბორა. ზოგიერთ რაიონში სარკინიგზო მოძრაობაც შეწყდა. ადგილორბივი მთავრობების გადაწყვეტილებით, დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, საზოგადოებრივი ადგილები და სასაფლაოები.

დატბორილი სავონა. Andrea Chiovelli-ს ფოტო

ძლიერი ტორნადო დაატყდა თავს დღეს კატანიის ისტორიულ ცენტრს, სერიოზული ზიანი მიადგა სახლებს და საწარმოებს. არის ცნობები ადამიანების დაშავების შესახებ, თუმცა სერიოზული ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქარმა რამდენიმე ხე ძირფესვიანად მოთხარა და განათების ფარნების ბოძები წააქცია.

ძლიერი შტორმი დაატყდა თავს კატანიის რამდენიმე რაიონში ქალაქებს, კერძოდ – ეტნას. ნიკოლოზიში ვიტორიო ემანუელეს მოედანზე ძირფესვიანად მოთხრილი ხე საავტომობილო საშუალებას დაეცა.

იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების მეტეოროლოგიური სამსახურის პოდპოლკოვნიკმა გვიდო გუიდიმ დღეს,5 ოქტომბერს ტელეარხ RaiNews24-ის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში სიტუაცია უახლოეს დღეებში უნდა დასტაბილურდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნახევარკუნძულზე გამოიდარებს.

„ეს უამინდობის პირველი ძლიერი ტალღაა ზაფხულის დასრულების შემდეგ. ის საგრძნობი იქნება მთელი კვირის განმავლობაში, ამასთან, უამინდობა მალე ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებსაც მოიცავს“, – აღნიშნა ცნობილმა მეტეოროლოგმა.

გასულ ღამეს უამინდობა რომსაც „ეწვია“, ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ქარიშხალი, რომელმაც ძირფესვიანად მოთხარა რამდენიმე ხე, დაიტბორა ზოგიერთი ქუჩა. პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დაახლოებით 100 გამოძახებაზე გასვლა მოუწიათ დედაქალაქის მცხოვრებლების თხოვნით.  უამინდობა დღეს გაგრძელდა დედაქალაქში რეგიონში – ლაციოში, აგრეთვე, აბრუცოში, კამპანიასა და სიცილიაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close