ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ზეციური ძალები მუდმივად იცავენ

ჰოროსკოპში არის 3 იღბლიანი ნიშანი – ისინი ზეციური ძალების საიმედო დაცვის ქვეშ იმყოფებიან. მათ არასდროს ტოვებს მათი მფარველი ანგელოზი, ხოლო ზეციურ ძალებთან გასაკუთრებული კავშირი ეხმარებათ, რათა სწორი გზა აირჩიონ და შეცდომები არ დაუშვან.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გრძნობენ, რომ რჩეულები არიან. მშვილდოსანი არასდროსაა მარტო, მას მუდმივად ახლავს დამცველი სულიერი სამყაროდან. მშვილდოსანს ზეციური ძალები განსაკუთრებულად იცავენ და ფრთხილად მიჰყავთ იგი ცხოვრების გზაზე, კარნახობენ სწორ გადაწყვეტილებებს, ეხმარებიან განვითარებასა და სრულყოფაში. ნამდვილად შესაშურია ზოდიაქოს ამ ნიშნის კავშირი ზეციურ სამყაროსთან.

ტყუპი

ჰაერის სტიქიის ამ ფავორიტ ნიშანს ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტირების უნარი აქვს. ტყუპი, უბრალოდ, ვერ ამჩნევს გასაჭირს და თამამად მიეშურება სიძნელეებთან შესახვედრად. მან იცის, რომ არაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან მთავარი სასიცოცხლო ენერგია – ჰაერი – მის მხარესაა, ყოველთვის დაიცავს და არ მისცემს ნებას, სიკვდილის ზღურბლზე აღმოჩნდეს. ტყუპს ორმაგად იღბლიანი შეგვიძლია ვუწოდოთ – ჰაერის მხარდაჭერის გარდა მას უნიკალური ფინანსური ნიჭიც აქვს. ფულს ტყუპები უყვარს, ხოლო იღბალი ყოველთვის მათ მხარეს იყურება.

ქალწული

ძალზე პრაგმატულმა და შემაწუხებლად ზუსტმა ამ ნიშანმა უზენაესი ძალები თავისი პატიოსნებითა და წესრიგისადმი სიყვარულით მოხიბლა. ქალწული და უგვანი საქციელი – ერთმანეთთან შეუსაბამო ცნებებია. ეს გულწრფელი ნიშანი ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას, რითაც ზეციური ძალების კეთილგანწყობა დაიმსახურა. შეუპოვრობის, შრომისმოყვარეობის და სიმართლის პროპაგანდისთვის სულიერმა მეურვეებმა ქალწული აბსოლუტური ინტუიციითა და ძლიერი მაგიური უნარებით დააჯილდოეს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ მომავლის განჭვრეტა და ბედის წინასწარმეტყველება. ეს უნარები ქალწულს ეხმარება, დაიპყროს ნებისმიერი მწვერვალები და ოცნებები რეალობად აქციოს.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close