ქართველები უცხოეთში

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც TIME SQUARE-ის ეკრანზე გამოჩნდა

ეს ის ქართველი ქალია, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა გაიცნოს ქართულმა საზოგადოებამ… ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო, სავარაუდოდ, პირველი ქართველია, რომელიც თაიმს სქვერის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა და ამის მიზეზი ძალზედ საამაყოა, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე არაბული წერს.

„ლიდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს ორგანიზაციაში, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევებითაა დაკავებული და მათი კვლევების უკანასკნელი, წარმატებული შედეგების უკან ალბათ ხვდებით ვინც დგას…

ლიდა ბუბუტეიშვილის სტატიები და კვლევები უკვე წლებია იბეჭდება მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ჟურნალებში, ის ასევე წარმატებით თანამშრომლობს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან და პროფესორებთან.. ძალიან მწყდება გული, როდესაც ქართველი ჟურნალისტები და ტელევიზიები ვერ პოულობენ დროს იმისათვის რომ ქართველების წარმატება გააჟღერონ, სამაგიეროდ ვინმე ქართველი „ბრგე“ თუ ჩაიდენს დანაშაულს საზღვარგარეთ, ამას გვაზეპირებინებენ…

ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ლიდამ დატოვა საქართველო, „შუქის მოსვლას“ რომ ყვირილით ვხვდებოდით, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია…ამით მინდა წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორი რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა მან.

განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის, გამომდინარე იქიდან რომ ჩემმა ბავშვობის წლებმა ლიდას, ჩემთვის საყვარელი ლიკას გვერდით გაიარა…ვამაყობ, რომ ასეთი წარმატებული ქართველია და თანაც ქალი. წარმატებები ლიდა“, – ვკითხულობთ სალომე არაბულის ფეისბუქპოსტში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close