მსოფლიოnews

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა ნიუ-იორკში

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. „ეიბისის“ ცნობით, სტიქია ქარიშხალ „იდას“ მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს.

სამ შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. მათ შორის არის ნიუ-იორკი, სადაც სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ-იორკში დატბორა სახლების სარდაფები და მეტროპოლიტენიც, რის გამოც მოქალაქეებს ურჩიეს, მეტროთი მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ნიუ ჯერსიში. მათი უმეტესობა მანქანაში დაიხრჩო, როდესაც უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია, ავტომობილებიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს.

ხუთი ადამიანი დაიღუპა კონექტიკუტის შტატში, მათ შორის, ერთი მაშველი. მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას მერილენდსა და ვირჯინიაშიც.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სტიქიის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებია და მათ დაძლევას „ისტორიული ინვესტიციები“ დასჭირდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close