ჯანმრთელობარჩევები

ცოცხლობს 200-300 წელს, უამრავ დაავადებას კურნავს და, ძველთა რწმენით, ცუდი ენერგიისგან გვიცავს

ძველ საბერძნეთში მის ტოტებს საცხოვრებლის შესასვლელში კიდებდნენ, რათა ავი სულებისგან დაეცვათ თავი. გოგონები გათხოვების წინ გვირგვინებს სწორედ მისგან ამზადებდნენ. კელტური ტომები და მოლდოველები კი ამ მცენარეს ბნელეთს უკავშირებდნენ.

კუნელი (Crataegus) – ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცოცხლობს 200-300 წელს, მოიცავს 200-მდე სახეობას, თუმცა, ზოგიერთი მონაცემებით, მისი 1000-მდე სახეობაც გვხვდება. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ენდემებია კავკასიური კუნელი და კოლხური კუნელი. ცნობილია წითელი და შავი კუნელი.

საქართველოში კუნელს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: სკუნელი, კვინელი, კუნელა, კუმელა, კურკანტელა, ლიცვი, კნოლ, ქუნცი, ხინჭკი, ეშმაკიშ მართახი, ცაანცი, ცანცი.

კუნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოდითგან. ძველ საბერძნეთში მას უძღვნიდნენ ჰიმენეოსს – ქორწინებისა და ოჯახის ღმერთს. გოგონები გათხოვების წინ გვირგვინებს სწორედ კუნელისგან ამზადებდნენ. ინგლისის მეფე რიჩარდ მესამემ თავისი გვირგვინი სწორედ კუნელის ბუჩქზე იპოვა, რის შემდეგაც მისი ემბლემა გახდა.

კუნელთან არის დაკავშირებული უამრავი ცრურწმენა. ბევრ ხალხში მიიჩნეოდა, რომ მას მაგიური თვისებები აქვს, რასაც თავის ეკლიან ტოტებს უნდა უმადლოდეს – მათი აზრით, ეკლები ბოროტი სულებისგან იცავდა მათ. ძველ საბერძნეთში კუნელის ტოტებს საცხოვრებლის შესასვლელში კიდებდნენ, რათა არანაირი უწმინდური სული არ შესულიყო. რომაელების რწმენით, ჩვილის აკვანში კუნელის ტოტები მისგან ეშმაკებს განდევნიდა, თუმცა არსებობდა სხვა მოსაზრებაც: მაგალითად, კელტური ტომები და მოლდოველები ამ მცენარეს ბნელეთსა და ბოროტებას უკავშირებდნენ, მაგრამ ექიმბაშებს ეს ხელს არ უშლიდა, თავიანთი სამკურნალო წამლების დამზადებისას კუნელი გამოეყენებინათ. რეცეპტებს კი ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ. პეტრე პირველის გამეფების შემდეგ კუნელის გამოყენება რუსეთში სახელმწიფო დონეზე დაიწყეს და გლეხებისთვის მისი შეგროვება სავალდებულოც კი იყო.

სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ნაყოფს, ყვავილებს, ფოთლებსა და ტოტებს.

კუნელის ნაყოფსა და ფოთლებში აღმოჩენილია შემდეგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:

• ბიოფლავონოიდები

• მთრიმლავი ნივთიერებები

• კვერციტინი

• პექტინი

• ჰიპეროზიდი

• ვიტექსინი

• ფრუქტოზა

• ორგანული მჟავები

• ვიტამინები β–კაროტინი (პროვიტამინი А), С, Е და К

• მიკროელემენტები (კალიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი)

კუნელი ბუნებრივი ბოტანიკური კარდიოტონიკია, მისი სამკურნალო თვისებები, პირველ რიგში, გულის დაავადებებს უკავშირდება. მას ახასიათებს სპაზმოლიტური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებისგან, მათ შორის, გამოდევნის მძიმე ლითონებს.

კერძოდ, კუნელს იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• არითმია

• სტენოკარდია

• ტაქიკარდია

• ათეროსკლეროზი

• არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით კარგია ამ დროს კუნელის ყვავილები)

• ნერვული გადაღლილობა

• უძილობა, სტრესი

• გასტრიტები

• ეზოფაგიტები (საყლაპავი მილის დაავადებები)

• ღვიძლის პათოლოგიები

• თირკმლის ზოგიერთი პათოლოგია

• სისხლძარღვების სპაზმები

• გლუვი კუნთების სპაზმები

• ანგიონევროზები

• ჰიპერთირეოზი

• დისპნოე (სუნთქვის პრობლემები)

• რევმატიზმი

• ეპილეფსია

• სისხლძარღვების გენეზის მქონე თავის ტკივილები

• თავბრუსხვევა

• ნაღვლდენის შეჩერება

• გახშირებული შარდვა, დარღვევები შარდვის პროცესში

• ციებ–ცხელება

• კუნთების ტკივილი

• რადიკულიტი

• იშიასი

• ლუმბაგო (წელკავი)

• საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები (კერძოდ, კუჭის წყლული)

• ინტოქსიკაცია (მოწამვლისას)

• შარდკენჭოვანი დაავადებები

• თირკმლის პრობლემები

• კანის სოკოვანი დაავადებები

• წყალმანკი

• ზოგიერთი ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადება

• ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში

• რძის უკმარისობა ლაქტაციის პერიოდში

კუნელი ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, იმუნიტეტის ამაღლებისთვის – კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგოდ. ის დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას.

კუნელის ნაყოფს იყენებენ გინეკოლოგიაშიც – მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს და ასევე კლიმაქსის პერიოდში ნევროზებისას.

კუნელის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის დროს, ასევე ჰიპოტონიისას (დაბალი არტერიული წნევა). მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ადამიანს შეუძლება დაუქვეითდეს არტერიული წნევა და გამოიწვიოს არითმია. ასევე, კუნელზე დამზადებული პრეპარატების უზმოზე მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიდი რაოდენობით მიღებამ  კი – მსუბუქი მოწამვლის სიმპტომები.

გთავაზობთ კუნელის ნაყენის მომზადების ყველაზე იოლ რეცეპტს: ერთ სუფრის კოვზ კუნელის ნაყოფს თერმოსში დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 2–3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

sputnik-georgia.com

p. s. მას ლექსებსაც უძღვნიან, თუმცა არც ისე ბრიყვი ყოფილა [wp-svg-icons icon=”happy-2″ wrap=”i”], როგორც პოეტი წერს:

შემოდგომის იდილია
შემოდგომის იდილია!
სად ერწო და ღულელია,
ყველაფერი ყვითელია,
ყველაფერი კეთილი…
მარტო ბრიყვი კუნელია,
ეს ბრიყვი და სულელია,
ეს პატარა სულელია
წითლად თვალდაჭყეტილი.
მურმან ლებანიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close