სპორტი
დასანანი დამარცხება და გენო პეტრიაშვილის ვერცხლი ტოკიო 2020-ზე
ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
+125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს დაუპირისპირდა და ბოლო წამზე დამარცხდა ანგარიშით 8:9.
ოლიმპიურ კვარცხლბეკზე გენო პეტრიაშვილი მეორედ ავიდა. პირველად მან 2016 წელს მოიპოვა რიო დე ჟანეიროში ბრინჯაოს მედალი.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 2 ოქროს, 5 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაში 26-ე ადგილზეა.
ოლიმპიადის დასრულებამდე კი 2 დღეღა დარჩა – ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა, 8 აგვისტოს დამთავრდება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები