რა არის ბუნებრივი ენის მოდელი და როგორ დაეხმარება ახალი ალგორითმი ინსულტით პარალიზებულ ადამიანებს
ახლახან სან-ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროქირურგმა ედვარდ ჩანგმა გამოსცადა მიდგომა, რომელიც ცნობილია, როგორც ღრმა სწავლების ალგორითმი. ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე კი მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ინსულტის მიღების შემდეგ პარალიზებულმა ადამიანებმა კომპიუტერული სისტემის საშუალებით საუბარი შეძლეს. სისტემა ადამიანების ტვინიდან ელექტრულ სიგნალებს კითხულობს და შედეგად მეტყველება წარმოიქმნება.
ახალ კვლევაში ჩანგის გუნდმა დროებით აიღო მონაწილის თავის ქალის ძალიან მცირე ნაწილი და ელექტროდების თხელი „ფურცელი“ და პირდაპირ მის სენსომოტორულ ქერქზე მოათავსა. კომპიუტერის ალგორითმის „მოსამზადებლად“ ტვინის აქტივობის შაბლონების მეტყველების დაწყებასთან და კონკრეტულ სიტყვებთან ასოცირების მიზნით გუნდს იმის ცოდნა სჭირდებოდა, თუ რაზე აპირებდა მამაკაცი საუბარს.
ამიტომაც, მკვლევრებმა მონაწილეს ეკრანზე განმეორებით აჩვენეს 50 სიტყვიდან ერთი და სთხოვეს, ბრძანების საფუძველზე მისი წარმოთქმა ეცადა. ალგორითმის ინდივიდუალური ვერბალური დავალების მონაცემების მომზადების შემდეგ მამაკაცმა წინადადებების წაკითხვა სცადა, რომლებიც 50 ერთნაირი სიტყვისგან შედგებოდა.
ამის შემდეგ მკვლევრებმა დამუშავების კომპონენტი დაამატეს, რომელსაც ბუნებრივი ენის მოდელი ეწოდება – ის წინადადებაში მომდევნო სიტყვის პროგნოზირებისთვის საერთო მიმდევრობას იყენებს. ამ მიდგომით სისტემა წინადადებაში სიტყვების მხოლოდ 25%-ში შეცდა, შესაბამისად, ყველა ერთხმად თანხმდება შედეგის შთამბეჭდაობაზე.
ჩანგის თქმით, ახალი მოდელის საფუძველზე პარალიზებულ პირს წუთში 18 სიტყვის წარმოთქმა შეუძლია. ეს დაახლოებით მაისში წარმოდგენილ სხვა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისთან მიღწეულ სიჩქარესთან ავლენს მსგავსებას. მართალია, სიჩქარე ჯერ კიდევ შორს არის ჩვეულებრივი საუბრისას წუთში წარმოთქმული სიტყვების რაოდენობისგან, თუმცა ეს არაფრით აკნინებს მიღწევას.
„სისტემა ჯერ კიდევ არ არის მზად ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად. სამომავლო გაუმჯობესება სიტყვების ნაკრების გაფართოებას და უკაბელო კავშირის უზრუნველყოფას მოიცავს“, – განმარტავს ჩანგი.
marketer.ge
კომენტარები