საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გიყურებთ რა თქვენ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ ვართ მართლაც ჩემპიონების ერი, ვართ პატარა ერი, მაგრამ გყვავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის დიდი წყალობა, ერთ მხრივ და, მეორე მხრივ, მთელი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, თქვენ გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ, ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა, გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს ერთ მილიონ ლარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალქ ტოკიოში 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
ოლიმპიური თამაშები ორ კვირაში – 23 ივლისს გაიხსნება, დახურვის ოფიციალური ცერემონია კი 8 აგვისტოს გაიმართება.
ტოკიოს ოლიმპიადის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი ქართველი სპორტსმენების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ: geonoc.org.ge
კომენტარები