ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

იტალიაში 30 წლის საქართველოს მოქალაქე სუნამოების მოპარვის გამო დააპატიმრეს

იტალიაში, ქალაქ იზერნიაში (ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი მოლიზეს რეგიონში) პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც პრესტიჟული პარფიუმერული მაღაზიიდან ძალიან ძვიფასი სუნამოს 15 ფლაკონის მოპარვას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა

მაღაზიის პერსონალის ყურადღება მიიპყრო მამაკაცმა, რომელიც ჩვეულებრივ მყიდველს არ ჰგავდა, რადგან იგი უზარმაზარი პაკეტით ხელში დადიოდა სექციებს შორის. მათი ეჭვი დადასტურდა, როდესაც დახლებზე ძვირადღირებული პროდუქციის არარსებობა შენიშნეს და 112 გამოიძახეს სწორედ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კაცი დაწესებულებიდან გასვლას ცდილობდა სალაროს გვერდის ავლით.

ადგილზე მისულმა კარაბინერებმა, რომლებმაც ეჭვნმიტანილი დააკავეს, აღმოაჩინეს, რომ მას სპეციალურ ეკრანირებულ პაკეტში (რომლის შიგთავსს უსაფრთხოების მოწყობილობები ვერ აფიქსირებს) 15 ფლაკონი ძვირადღირებული სუნამო ჰქონდა, 1700 ევროს საერთო ღირებულებით.

აღსანიშნავია, რომ ამავე მაღაზიიდან გასულ წელს 700 ევროს ღირებულების ძვირფასი კოსმეტიკა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ 30 წლის მამაკაცზე პოლიციას უკვე ჰქონდა სპეციალური ჩანაწერები და, ასევე, არსებობს დადგენილება იტალიიდან მისი დეპორტის თაობაზე.

სასამართლომ ახალგაზრდა კაცს 11 თვით პატიმრობა და ჯარიმის სახით 400 ევროს გადახდა დააკისრა. გამოძიება სწავლობს 30 წლის მამაკაცის კავშირს სხვა ანალოგიურ ქურდობებთან, რომლებიც ამავე რაიონში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close