მოგზაურობაკულტურა
პარიზში ეიფელის კოშკი ისევ გაიხსნება მნახველებისთვის
16 ივლისიდან ეიფელის კოშკი ისევ გაიხსნება მნახველებისთვის. ამის შესახებ კოშკის ოპერატორმა კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია.
თავიდან ვიზიტორთა რაოდენობა შეზღუდული იქნება, დღეში მაქსიმუმ 10 ათას ადამიანამდე.
კორონავირუსის პანდემიამდე პარიზის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას დღეში დაახლოებით 25 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა.
ეიფელის კოშკი მნახველებისთვის გასული წლის ოქტომბერში დაიკეტა კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები