fbpx
არტისტი

პიერ რიშარი: „ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან დამწუხრებული ვარ“

ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი საქართველოსა და ქართველ ხალხს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს. მისი ვიდეომიმართვა „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

„ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან დამწუხრებული ვარ, ძალიან მეტკინა გული, რომ წავიდა ასეთი დიდი მსახიობი, ბრწყინვალე ადამიანი, გულუხვი და ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი. მინდა, გადმოგცეთ ტკივილი, რომელსაც განვიცდი. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას. მათ დაკარგეს დიდებული ადამიანი. ვფიქრობ მასზე და ქართველ ხალხზე, რომელიც მას გლოვობს“, – ამბობს 86 წლის პიერ რიშარი.

პიერ რიშარმა და კახი კავსაძემ ერთმანეთი ნანა ჯორჯაძის ფილმის, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996 წ.) გადაღების დროს გაიცნეს, რომელშიც პიერ რიშარი მთავარ როლს ასრულებს – ქართველ კნეინაზე შეყვარებულ ფრანგ კულინარს განასახიერებს, კახი კავსაძე კი – პრეზიდენტს.

კახი კავსაძე  27 აპრილს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. ლეგენდარული ქართველი მსახიობი პირველ მაისს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის – ბელა მირიანაშვილი გვერდით დაკრძალეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close