ეკონომიკაჩვენი ფავორიტისაქართველო

აპარტამენტები ბაკურიანში – ეკოლოგიური გარემო და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა

სტაბილურობა, მშენებლობის მაღალი ხარისხი და სანდოობა - „კრისტალ ჯგუფის“ სამი ფუნდამენტური ღირებულება

საქართველოში გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი განსაკუთრებით მოთხოვნადი ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზეა. ურბანიზაციის საკმაოდ მზარდი მაჩვენებლის გამო, ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი არჩევანს მაქსიმალურად დაცულ ეკოლოგიურ გარემოსა და სრულყოფილ ინფრასტრუქტურაზე აკეთებს.

წლებია, რაც აპარტამენტის შეძენა ასეთ კურორტებზე გარდა უძრავ ქონებაში თანხის დაბანდებისა, ხანგრძლივ და მუდმივ შემოსავლიან ინვესტიციად იქცა. პანდემიამდელ პერიოდში მოთხოვნა – მაღალი, გაქირავების ფასები – სტაბილური და კურორტი – ხალხმრავალი იყო. იმედია, რეალობა ნელ-ნელა დაუბრუნდება ძველ ნიშნულს და თუ ყველაფერი დადებითი დინამიკით განვითარდა, რამდენიმე წელში ევროპული დონის კურორტს მივიღებთ.

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს „კრისტალ ჯგუფი“, რომელიც არა მხოლოდ სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, არამედ მთლიან საკურორტო ზონას აშენებს. ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, დღეს კი ათამდე დასრულებულ, 2 მიმდინარე და ამდენივე დაგეგმილ პროექტს ითვლის. სტაბილურობა, მშენებლობის მაღალი ხარისხი და სანდოობა – ეს არის ის სამი ფუნდამენტური ღირებულება, რომლის გარშემოც პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური მენეჯმენტ ჯგუფია გაერთიანებული.

საკუთარი სათხილამურო ტრასა, გონდოლებიანი და ბუგელებიანი საბაგიროები, ყინულის მოედანი, სნოუთუბინგი, კვების და სავაჭრო ობიექტები, სკი დეპო – ინფრასტრუქტურის ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მხოლოდ „კრისტალის“ საკურორტო ზონაშია განთავსებული და ბაკურიანში უნიკალურ გარემოს ქმნის. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მათზე შეაჩერეს არჩევანი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისო სტუმრებმა და 2023 წლის ოლიმპიადისთვისაც უალტერნატივო განთავსების ობიექტად განიხილება.

რაც ყველაზე მთავარია საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, აპარტ-ოტელის სტილის პროექტებში ბინის შეძენისას თქვენ არ გიწევთ ზრუნვა არცერთ დეტალზე. იღებთ არა მხოლოდ გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილ ბინას, არამედ სრულ სასტუმრო, უსაფრთხოების და ტექნიკურ სერვისებს.

ყველა შენობაში მოქმედებს რისეფშენის, კონსიერჟის და დასუფთავების სამსახურები. კვადრატული მეტრის ფასი განსხვავებულია კომპლექსის, სართულის, ხედისა და საერთო ფართის მიხედვით, თუმცა გამომდინარე მშენებლობის ტემპებისა, ნებისმიერი მოთხოვნის მქონე დაინტერესებული პირი იპოვის შესაბამის ბინას.

ამ ეტაპზე აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია 2 მიმდინარე პროექტში, კრისტალ ლოფტში (მშენებლობა სრულდება 2021 წლის ზაფხულში) და კრისტალ რეზორტში (მშენებლობა სრულდება 2022 წლის ზაფხულში), ასევე კრისტალ რეზიდენსის დასრულებულ აპარტ-ოტელში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: www.crystal-group.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close