fbpx
პაატა სიმსივეს ბლოგი

საბერძნეთი: ვის შეუძლია ამჟამად ბინადრობის ნებართვის აღება ან გადავადება

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალურ კითხვას ეხმაურება, თუ ვის შეუძლია ამჟამად ბინადრობის ნებართვების აღება ან გადავადება.

ადვოკატის ინფორმაციით, საბერძნეთში ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ამ მომენტისთვის მუშაობენ შემდეგი კატეგორიების შემთხვევაში:

1. ბინადრობის ნებართვა მათთვის, ვინც ვიზით შემოვიდა და მალე უმთავრდება (როცა ბინადრობის ნებართვის მინიჭების კანონიერი საფუძველი არსებობს).

2. საბერძნეთში დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ბინადრობის ნებართვის პირველადი მინიჭება.

3. ინვესტორების და მათი ოჯახის წევრების ბინადრობის ნებართვები.

4. საბერძნეთის ოჯახის წევრის ბინადრობის უფლების გადავადება, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულად არსებობს განსაკუთრებული-გადაუდებელი შემთხვევები.

5. ვადაგასული ადია დიამონების გადავადება. მაგ., ვისაც იპურგიოდან გამოგივიდათ საბუთი და გაქვთ 30 დღე გადასავადებლად.

6. დაკარგვის შემთხვევაში ახლის აღება.

7. უარყოფითი გადაწყვეტილებების აღება.

8. გამოსული ნებართვების აღება.

9. კანონიერად ცხოვრების სპეციალური მოწმობების (იდიკი ვევეოსი) გადავადება / აღება.

10. გასათვალისწინებელია, რომ 15 აპრილიდან ასევე იხსნება ე.წ. 7-წლიანების სისტემა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close