რას არ გაიგებ/ფაქტები

თუ „მფრინავი“ გემი დაინახეთ, იცოდეთ, რომ ეს…

დიდი ბრიტანეთში კიდევ ერთი „მფრინავი“ გემი დააფიქსირეს. ამჯერად ის რაიან რაშფორდმა დორსეტის საგრაფოში მდებარე ქალაქ ბორნმუთის სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს მოვლენას ცოტა ხნის წინ კორნუოლის საგრაფოს ქალაქ ფალმუტში დევიდ მორისიც შეესწრო.

სპეციალისტების განცხადებით, რაშფორდისა და მორისის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი გამოსახულება ოპტიკურ ფენომენს უნდა მივაწეროთ, რომელიც გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში არქტიკის რეგიონში საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მისი ხილვა იშვიათად, მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი.

მეტეოროლოგების თქმით, ჰორიზონტზე გემის ამგვარი მოჩვენებითი მდებარეობა ზედა მირაჟად წოდებული ოპტიკური მოვლენის შედეგია, რა დროსაც ჩვენი თვალისთვის ობიექტი იმაზე მაღლა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ამას ტემპერატურული ინვერსია იწვევს, როცა წყლის ზედაპირთან ახლოს ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მის ზემოთ არსებული აირის ფენა. ეს კი სინათლის სხივების გარდატეხასა და გამოსახულების დამახინჯებას განაპირობებს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close