მედიცინა

მედიკამენტები, რომლებიც კლავს – ჯანმოს ახალი კვლევა

უვნებელი წამლები არ არსებობს. ე.წ. დიეტური დანამატებიც კი (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომლებიც მხოლოდ სამკურნალო მცენარეებს შეიცავს) შესაძლოა ორგანიზმმა არ მიიღოს და მედიკამენტური დაავადებები გამოიწვიოს .  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების გამოკვლევით დადგინდა, რომ წამლების მიღებით გამოწვეული სიკვდილიანობა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში.

უამრავი ადამიანი წამლების მიღებით დადებითი ეფექტის ნაცვლად მედიკამენტურ გართულებების განიცდის. აღსანიშნავია, რომ მედიაკამენტური გართულებების 40,6%-ს ანტიბიოტიკები იწვევს. ამ კუთხით, მეორე ყველაზე საშიში  წამალთა ჯგუფია სულფონამიდური პრეპარატები (17,9%). მათ მოჰყვება ანალგინი (11,5%) და გამაყუჩებლები (10,5%). მედიკამენტურ გართულებას იწვევს ვიტამინი B (8,6%). საკმაოდ ხშირად, დაავადების მიზეზი არის ტრანკვილიზატორები, ჰორმონული მედიკამენტები და ე.წ. ოქროს პრეპარატები.

აღსანიშნავია,  რომ თითქმის ყველა პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენა. მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკური მოქმედება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძლიერმოქმედი ნივთიერების მიღებას ვწყვეტთ.

მედიკამენტური დაავადებების კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზია ინდივიდუალური შეუგუებლობა. ამ შემთხვევაში რეაქცია შეინიშნება მინიმალური დოზების დროსაც კი.  წამალზე ორგანიზმის შეუგუებლობა შესაძლოა გენეტიკური იყოს. მაგალითად, თუ ბებიამ ახალგაზრდობაში დანიშნულების გარეშე მიიღო რაიმე მედიკამენტი (განსაკუთრებით ანტიბიოტიკი), მაშინ შვილიშვილის სხეულმა შეიძლება არ მიიღოს არა ერთი, არამედ რამდენიმე ანტიბიოტიკიც კი.

მედიკამენტური დაავადებების კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა „უწყინარი“ თავის ტკივილით დაიწყოს და შინაგანი ორგანოების ლორწოვანი გარსის შეშუპებით დასრულდეს. ყველაზე მძიმე გამოვლინება კი არის ანაფილაქსიური შოკი, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს. ამიტომ, დაუშვებელია ნებისმიერი გვერდითი მოვლენის უგულებელყოფა.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close