გათხოვილმა ქალმა შემთხვევით გაიგო, რომ სინამდვილეში მამაკაცია
ახალგაზრდა ჩინელი ქალი საავადმყოფოში მივიდა ნაღრძობი კოჭის გამო და აღმოაჩინა, რომ ქალი კი არა, მამაკაცია, წერს Global Times-ი.
გამოცემა აზუსტებს, რომ ქალი, სახელად პინპინი, 25 წლისაა და გასულ წელს გათხოვდა, თუმცა აქამდე არ დაფეხმძიმებულა.
ექიმებმა სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ქალს არ აქვს საშვილოსნო და საკვერცხეები, ხოლო სასქესო ორგანოები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. სამაგიეროდ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მამაკაცის Y-ქრომოსომა, რის საფუძველზეც ექიმებმა დაასკვნეს, რომ პინპინი ბიოლოგიურად და გენეტიკურად მამაკაცია.
დეტალური გამოკვლევების საფუძველზე მედიკოსებმა ქალს თანდაყოლილი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რაც შესაძლოა ოჯახში ნათესავებს შორის შერეული ქორწინების შედეგი იყოს.
ექიმებმა ურჩიეს მას, კონსულტაცია გაიაროს ფსიქოლოგებთან, რათა მომავალი ცხოვრების პერსპექტივები განსაზღვროს.
კომენტარები