საზოგადოება

რატომ არ აღწევს ჩვენი ლოცვები ღმერთამდე? – „მუნჯი“ ლოცვა (ვიდეო)

„ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?! იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ“ (იაკ.4.2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი და, ამავე დროს, ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს“. (ამონარიდი 2010 წლის საშობაო ეპისტოლედან).

გადმოცემის თანახმად, ერთი წმინდა ბერი ბევრს ლოცულობდა, წუხდა ადამიანთა ცოდვებზე და უკვირდა, რატომ ხდებოდა, რომ ადამიანები წმინდა ეკლესიაში ლოცულობდნენ, მაგრამ მაინც ცუდად ცხოვრობდნენ და არც ცოდვა კლებულობდა.

„უფალო, – ფიქრობდა იგი, – ნუთუ არ ისმენ ჩვენს ლოცვებს? ხალხი განუწყვეტლივ ლოცულობს, რომ მშვიდობასა და სინანულში იცხოვროს, მაგრამ საშველი მაინც არ არის. ნუთუ ამაოა მათი ლოცვა?!“

ერთხელ ამ ფიქრებში ჩასთვლიმა და ნათელმოსილი ანგელოზი იხილა. მან ფრთები მოხვია და დედამიწიდან მაღლა აღიყვანა… რამდენადაც ზემოთ მიიწევდნენ, იმდენად სუსტდებოდა ქვემოდან ამომავალი ხმები, მიწყდა სიმღერები, ღრიანცელი და ამსოფლიური ხმაური, მხოლოდ დროდადრო ჩაესმოდა შორეული ქნარის მსგავსი ჰარმონიული და ნაზი ბგერები…

– ეს რა არის? – იკითხა ბერმა.

– წმინდა ლოცვებია, – უპასუხა ანგელოზმა, – აქ მხოლოდ ამგვარი ლოცვები ისმის.

– რატომ ისმის ისინი ასე სუსტად, ახლა ხომ ტაძარში უამრავი ადამიანი ლოცულობს?

ანგელოზმა მწუხარედ შეხედა ბერს და ჰკითხა:
– გინდა, იცოდე?

ამ კითხვაზე პასუხი და ამბის დასარული ნახეთ მღვდელმოწამე ეპისკოპოსის, ვასილი პრეობრაჟენსკის მოთხრობის მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close