ჯანმრთელობარჩევები

ხველის გაჩერება 3 წამში – გიორგი ღოღობერიძის რჩევები (ვიდეო)

ხშირად ხველა წარმოადგენს ვირუსული ინფექციის სიმპტომს, მაგრამ ის შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, მაგალითად, გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადებით (გერდ), როდესაც კუჭის მჟავა კუჭიდან ზემოთ, საყლაპავში ამოდის და წვავს.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვაძლევს რამდენიმე რჩევას, რომელიც სახლის პირობებში ხველის მორჩენაში დაგეხმარებათ.

და მაინც, ყველაზე ხშირად ხველის მიზეზი ვირუსული რესპირატორული ინფექციაა, ამ შემთხვევაში ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს.

ხველა შემაწუხებელია როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. დროულად ჩაიტარეთ შესაბამისი პროცედურები და ზედმეტი გართულებების გარეშე დააღწევთ ხველას თავს.

ხალხური მეთოდები ხველის წინააღმდეგ

  1. ნუშის გული დანაყეთ წმინდად. გაცერით და აურიეთ თოხლო კვერცხი. მოურიეთ კარგად და მიიღეთ.
  2. გახეხეთ შავი ბოლოკი და გამოწურეთ წვენი, შეაზავეთ თანაბარი რაოდენობის თაფლთან და კარგად აურიეთ. დალიეთ 2-2 ს/კ ჭამის წინ და ძილის წინ.
  3. დაფხვნილ შაქარზე დაასხით ღვინის ძმარი, შემდეგ ნელ-ნელა წუწნეთ.
  4. ხველის დროს კარგია თაფლის, რძისა და მაწვნის მიღება.
  5. თაფლის და ლიმონის წვენი ერთად აადუღეთ და ეს წვენი დღეში რამდენჯერმე მიიღეთ თითო ჩ/კ.
  6. მიიღეთ ცაცხვის ჩაის, ლიმონის წვენის და შაქრის ან თაფლის „კოქტეილი“, დღეში 3-4 ჭიქა.
  7. ერთი ჭიქა ქერის მარცვალი ხარშეთ 0,5 სთ. გაურიეთ შაქარყინული ან თაფლი და ეს წვენი მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჩაის კოვზი.
  8. კარგია ფიჭვის გირჩების ნაყენის ინჰალაცია.

რეცეპტი ბავშვებისათვის:

პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბოლოკი თაფლთან და შაქრის ფხვნილთან ერთად მოშუშეთ ჰაერღუმელში ან ღუმელში. წვენი გადმოასხით და ბავშვებს დაალევინეთ 2-2 ჩ/კ ჭამისა და ძილის წინ.

    კომენტარები

    Tags

    Related Articles

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    Back to top button
    გაზიარება
    Close