ტექნოლოგიებისაქართველო

ვინ არის ქართველი ბლოგერი, რომელმაც მარსზე გაგზავნა შეტყობინება: „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ (ვიდეო)

„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – ასეთი გზავნილი გაატანა მარსმავალ „შეუპოვრობას“ (“Perseverance”) ქართველმა ბლოგერმა, სოხუმელმა გიორგი ჯახაიამ წითელ პლანეტაზე.

46 წლის პროფესიით ეკონომისტი დღეს სატრანსპორტო კომპანიის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსია. 15 წელია თავისი ბლოგი აქვს. წერს ომზე, მშვიდობაზე, საქართველოზე, აფხაზეთზე…

2019 წელს NASA-მ გამოაცხადა, რომ მარსზე მიმავალი აპარატის ბორტზე ბილეთების მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოცხადდა, რომ ადამიანების მონაცემებს „შეუპოვრობა“ მარსზე წაიღებდა. რეგისტრაცია 11 მილიონამდე ადამიანმა გაიარა, გიორგი ჯახაიამ პერსევერანს როვერს თავისი სახელისა და გვარის ნაცვლად შემდეგი გზავნილი გაატანა: „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“.

​გიორგი ჯახაიას „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი შეხვდა.

„პერსევერანსი“ მარსის ზედაპირზე 18 თებერვალს დაჯდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close