კინო/ფილმები

10 ფილმი, რომელიც მარტოხელებმა ვალენტინობის დღეს უნდა ნახონ

ვალენტინობის დღისთვის ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება, მარტოხელები კი, ძირითადად, სახლში მარტო ან მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს.

თუ ვალენტინობას გეგმები არ გაქვს და აპირებ, სახლში დარჩე, მაშინ შენთვის 10 ფილმი შევარჩიეთ, რომელსაც 14 თებერვალს შეგიძლია უყურო.

დიდებული ვიღაც (Someone Great)

მუსიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი თავის საოცნებო სამსახურს იპოვის და სან-რანცისკოში გადადის საცხოვრებლად. სწორე ამ პერიოდში, საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც ცხრაწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, გამოუცხადებს, რომ ტოვებს. ტკივილის გადასატანად, ორ მეგობართან ერთად, ნიუ-იორკში გიჟურ თავგადასავალს მოიწყობს.

თავს უშველე (Get Out)

თუ 14 თებერვალს შეყვარებულის გარეშე ხვდები და ამას ძალიან განიცდი, ჯორდან პილის 2017 წელს გადაღებული საშინელებათა ფილმი დაგარწმუნებს, რომ ზოგჯერ მარტოხელად ყოფნა ძალიანაც კარგია, რადგან ურთიერთობებს უამრავი პრობლემა მოაქვს. თუ ისეთი შეყვარებული აღმოგაჩნდათ, როგორიც ფილმშია აღწერილი, მაშინ სასწრაფოდ თავს უშველეთ და მისგან ძალიან შორს გაიქეცით.

ტრამვაი სახელად სურვილი (A Streetcar Named Desire)

არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ მომხიბვლელი ბლანშ დიბუა ახალ ორლეანში ფეხმძიმე დასთან სტუმრად ჩადის, სადაც დასა და სიძეს შორის დაპირისპირებისა და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი ხდება. მოგვიანებით, ბლანშს თავისი სიძის მეგობარი შეუყვარდება. მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, ამიტომ ეს ფილმი ნამდვილად ღირს ყურებად.

სიყვარულის ალქაჯი (The Love Witch)

ფილმი მოგვითხრობს უალამზეს ელაინზე, რომელიც მამაკაცების ყურადღებას მარტივად იქცევს და მათ გულებსაც მოკლე დროში იპყრობს. როდესაც თავის საოცნებო მამაკაცს იპოვის, ელაინი სასოწარკვეთაში ვარდება და იმდენად შეპყრობილია სურვილით, რომ მისი ტრფობის ობიექტს თავი შეაყვაროს, ნამდვილ შეშლილად და მკვლელად იქცევა.

სიახლოვე (Closer)

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება. წყვილები ერთმანეთს ღალატობენ და ძალიან სახიფათო სასიყვარულო ისტორიებში იხლართებიან.

პირველი ცოლების კლუბი (The First Wives Club)

კოლეჯის სამი მეგობარი თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ, კვლავ შეხვდება ერთმანეთს. სამივე მათგანი შუახნის კრიზისის პერიოდს გადის. ახალი დაშორებული არიან მეუღლეებთან, რომლებმაც ახალგაზრდა გოგოებთან უღალატეს ცოლებს. მეგობრები პირველი ცოლების კლუბს ჩამოაყალიბებენ, რათა ყოფილ ქმრებზე შური იძიონ.

როუზების ომი (The War of the Rores)

შავი კომედია განქორწინების შესახებ. ცოლ-ქმარ ოლივერ და ბარბარა როუზებს ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ოჯახური უთანხმოებები ძალიან მალე ნამდვილ ომში გადაიზარდა.

გაუჩინარებული ქალი (Gone Girl)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა გახსოვდეთ, ის არის, რომ სიყვარული კლავს. ფილმი გვიყვება ამბავს წყვილზე. ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევისა და ტყუილების გამო, ეჭვმიტანილად ყველას ქმარი ნიკი მიაჩნია.

მოკალი ბილი (Kill Bill)

ყველაფერი იწყება საქორწინო კაბით და მთავრდება 40 მკვლელობით. კვენტინ ტარანტინოს ეს გენიალური ფილმი შეგვახსენებს, რამდენად შესაძლებელია, სიყვარული გახდეს საზიანო და გამანადგურებელი.

ლობსტერი (Lobster)

მოქმედება დისტოპიურ სამყაროში ვითარდება, სადაც კოლინ ფარელის პერსონაჟი ცდილობს, იპოვოს პარტნიორი, რათა გადარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცხოველად გადააქცევენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close