ჰოროსკოპი

აღმოსავლური კალენდრით წელს ხარის წელი განსაკუთრებულ დღეს დადგება – 12.02.2021

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს, ახალმთვა­რე­ო­ბას დადგება და 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. წლის მმართველი თეთრი ლითონის ხარი იქნება. 12 თე­ბერ­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა, რი­ცხვე­ბი სარკისებურადაა განლაგებული – 12.02.2021 ანუ 1202-2021 (პა­ლინ­დრო­მი, როცა რიცხვები ან სიტყვები ერთნაირად იკითხება თავიდანაც და ბოლოდანაც).

ძველად ასეთ დღეებს მაგიურად, საკრალურად მიიჩნევდნენ. 12 თებერვალს დილიდანვე პოზიტიური განწყობა შეიქმენით იმისათვის, რომ დღის დადებითი ენერგეტიკა კიდევ უფრო გააძლიეროთ. სურვილების და მიზნების ჩამოწერა დაიწყეთ შემდეგ საათებზე: 12:02; 12:12 ან 12:21. ამასთან, ახალი მთვარე საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, ახალი გეგმების დასახვისა და პირადი სურვილების ასრულებისთვის.

როგორი იქნება 2021 წელი თითოეული ნიშნისთვის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

როგორც იცით, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ცხოველი ჰყავს საკუთარი დაბადების წლის შესაბამისად, რომელიც მას იცავს და გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს.

სულ ჩინურ ჰოროსკოპში 12 ნიშანია ანუ ჰოროსკოპი 12-წლიან ციკლს ითვალისწინებს და ყოველ წელს ერთი ცხოველი მეორეს ცვლის, ყოველი 12 წლის შემდეგ კი ეს „ადგილმონაცვლეობა“ ისევ თავიდან იწყება.

ვირთხა (1912, 1924, 1936, 1948. 1960, 1984, 2008, 2020)

ვირთხის წელიწადს დაბადებულებს მარტივი პერიოდი არ გელოდებათ. ვირთხებს, რომლებსაც ხარის კეთილშობილური მოთხოვნები მაინცდამაინც არ მოსწონთ, მოუწევთ, რომ წლის მფარველს ანგარიში გაუწიონ, რათა უფრო კარგად მოიკრიბონ გონება და უფრო თანმიმდევრულები გახდნენ.

ხარს, სამაგიეროდ, მოსწონს ვირთხის მატერიალიზმი. ნებისმიერი კარიერული მისწრაფება მოწონებული იქნება, უბრალოდ, პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მიზნის მიღწევის ხერხებთან დაკავშირებით – ხარი ვირთხის სვლებმა შეიძლება არ აღაფრთოვანოს.

სასიყვარულო ასპარეზზე ვირთხებს წარმატებები ელოდებათ, თუ სერიოზულ ურთიერთობებსა და ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ, მაგრამ თუ ამ საკითხს თავქარიანად მიუდგებიან, პრობლემები შეექმნებათ.

ჯანმრთელობის მხრივ ხარი ყველას დიდ ძალასა და ენერგიას ჰპირდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც ვირთხაა.

ხარი (1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1985, 1997, 2009, 2021)

ხარის წელიწადს დაბადებულებს 2021–ში, რა თქმა უნდა, გაუმართლებთ. ეს იქნება მაქსიმალურად იღბლიანი წელი, რადგან შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების მთელი ძალით წარმოჩენას. ერთი, რაც საფრთხილოა, ისაა, რომ ამ წელს ხარის უარყოფითი თვისებებიც გაორმაგდება. ეს კი სიჯიუტე, სიზარმაცე და ინერტულობა, კომფორტის ზონაში დარჩენის სურვილია მაშინ, როდესაც წინსვლაა საჭირო.

კარიერაში წარმატებები გელოდებათ, მაგრამ ჯაფაც კარგი დაგადგებათ. ხარი ხელს შეგიწყობთ სწავლაშიც. გაითვალისწინეთ: ფსონი ფულზე დადეთ – არ აირჩიოთ ისეთი საქმიანობა, რომლის დროსაც იდეისთვის უნდა იშრომოთ და არა ფულისთვის – წლის მფარველი ამას ვერ გაიგებს.

ურთიერთობებს რაც შეეხება – ეს სინაზისა და სტაბილურობის დრო იქნება. ასეთი სიტუაცია, როცა წლის ენერგეტიკა თქვენს პირად ენერგეტიკას შეესატყვისება, მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ დგება და ახლა სწორედ ასეთი პერიოდია. მარტოხელებს ოჯახის შექმნის დიდი შანსი აქვთ. ხარი არასერიოზულ და ქარაფშუტულ კავშირს არ მიიღებს. ვისაც უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი, ის მიდინარე წელს სიყვარულსა და ჰარმონიაში გაატარებს.

ჯანმრთელობის მხრივ ეს წელი საკუთარ თავზე ზრუნვის წელიწადია. გაითვალისწინეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სწორი კვება. ამასთან, ხარს ძალიან უყვარს სპორტის ის სახეობები, სადაც ძალის წარმოჩენაა საჭირო – შეგიძლიათ სპორტულ დარბაზში დაიწყოთ სიარული.

ვეფხვი  (1914, 1926, 1950, 1962, 1964, 1986, 1998, 2010)

ვეფხვისთვის ხარის წელიწადი საინტერესოც იქნება და დისკომფორტსაც შეუქმნის. ზოგადად კი, იდეალური დროა თვითგანვითარებისთვის. ვეფხვი ხარისგან, პირველ რიგში, რისკისადმი მისწრაფებით გამოირჩევა, ხარს კი ძალიან არ უყვარს არასტაბილურობა და არაპროგნოზირებულობა, რითაც ვეფხვები სულდგმულობენ, ამიტომ ვეფხვებს მათთვის ჰაერივით აუცილებელი ცვლილებების უფლების მოპოვება მოუწევთ.

სამუშაოს მხრივ, საშუალება გექნებათ, მთელი თავით წარმოჩინდეთ. ხარი ყველაფერში დაგეხმარებათ, მათ შორის აუცილებელი რესურსით ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად. რისკი და გახსნილობა კარიერულ წინსვლაში შეგიწყობთ ხელს, ავტორიტეტის გამტკიცებას მაქსიმალურად შეძლებთ, თუ აქ ხარმა რამე სახის დაბრკოლება არ შეგიქმნათ ზედმეტი აქტიურობის საპასუხოდ. ასტროლოგების რჩევაა: ეცადეთ მშვიდი და კეთილი ურთიერთობები დაამყაროთ ხელმძღვანელობასთან. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო შედეგებს მიიღებთ.

ურთიერთობებს რაც შეეხება, ექსპერტები გირჩევენ, ცეცხლს არ ეთამაშოთ, დაფიქრდით, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. თუ კეთილშობილებაზე დადებთ ფსონს, ამაში ხარი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს და ურთიერთობებში სრულ ჰარმონიას მიაღწევთ. ხარი დაგეხმარებათ გრძნობების „დაოკებაში“ და იმპულსურობის მოთოკვაში. ვეფხვის წელში დაბადებულთაგან ბევრისთვის ეს წელი ურთიერთობების სხვა დონეზე გადასვლის, დაოჯახებისა და ბავშვების ყოლის წელი გახდება.

ხარის წელი ყველასთვის კარგი იქნება ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ ვეფხვებმა, რისკისადმი მიდრეკილების გამო, უნდა იფრთხილონ და თავიდან აირიდონ ტრავმების მიღების საფრთხე.

კატა/კურდღელი (1915, 1927, 1939,1963, 1975, 1987, 1999, 2011) 

ხარის წელიწადი კატებისთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება, როდესაც შესაძლებელია დაძაბულობის გარეშე საკუთარი თავის წარმოჩენა. წლის მასპინძელი მყარ ფუნდამენტს შეგიქმნით თავისუფალი და მსუბუქი შემოქმედებისთვის, რომელიც ასე გიყვართ. ყველაფერი კარგად და მშვიდად იქნება. თქვენც ხომ, ხარის მსგავსად, სწორედ სიმშვიდესა და სტაბილურობას აფასებთ.

კატები ამ წელს თავის გამოჩენას შეძლებენ არა მხოლოდ ჩვეული მხრიდან – როგორც დიპლომატისა და მსჯელობის მოყვარულის, არამედ ასევე მტკიცე შემსრულებლის, ნამდვილი ოსტატის კუთხითაც, რომელსაც თავადაც შეუძლია ბევრი რამის გაკეთება.

ამ წელს შეძლებთ იმის განხორციელებას, რაც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ თქვენს გეგმებსა და ოცნებებში გქონდათ. საიდანღაც მოულოდნელად გამოჩნდება ძალაცა და რესურსებიც, ფულიცა და დროც განვითარებისთვის, გამოჩნდებიან დამხმარეები და მფარველები. თქვენგან მხოლოდ მოლაპარაკებების უნარი, უსაზღვროდ „საყვარელი ადამიანის“ იმიჯი (რაც კარგად გეხერხებათ) და ურთიერთობების წრის გაფართოებაა საჭირო.

ურთიერთობების მხრივ თეთრი ლითონის ხარის წელიწადი თქვენთვის რთული და არაერთმნიშვნელოვანი იქნება. ხარის ენერგიით „გამოკვებილი“ კატა/კურდღლები გრძნობებში საფუძვლიანობასა და სერიოზულობას მოინდომებთ, ამით ხელს ჰკრავთ მათ დიდ ნაწილს, რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებდით, მაგრამ, ამავე დროს, გაქვთ დიდი შანსი, რომ იპოვოთ ის „ერთადერთი და განუმეორებელი“, რომელიც ყველას შეგიცვლით. თქვენი ოცნებები ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სწორედ 2021 წელს შეიძლება ახდეს. მნიშვნელოვანია, რომ განეწყოთ თბილი და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის, ოჯახის შექმნისთვის და ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა.

ხარი ჯანმრთელობას გპირდებათ, მაგრამ თუ ამ მხრივ პრობლემები გაწუხებთ, სწორედ ახლა იქნება საუკეთესო დრო ამის გადასაწყვეტად. კატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ნერვულ სისტემას – არ გადაიღალოთ, ბევრი არ იმუშაოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე.

დრაკონი (1916, 1928, 1940, 1952, 1976, 1988, 2012)

დრაკონის წელს დაბადებულები იგრძნობენ, რომ მათი უზარმაზარი შინაგანი ძალა თითქოს გაორმაგდა. ეს ორი მძლავრი – ხარისა და დრაკონის ენერგიის შერწყმის შედეგი იქნება. მათი ხასიათები ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ხარი ინერტულია, დრაკონი კი მთელი ძალით მიიწევს წინ და „ქვას ქვაზე არ ტოვებს“. ეს გახდება სწორედ 2021 წელს მძლავრი რესურსიცა და, ამავე დროს, სამწუხარო მომენტიც ამ ორი ენერგიის შეთავსების დროს.

სამუშაო დრაკონებისთვის 2021 წელს შეიძლება გახდეს დიდი მიღწევების, ან პირიქით, ყველაზე წარუმატებელი დრო ბოლო 12 წელიწადში. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი ძალები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გადაჭარბებით არ უნდა შეაფასოთ. ამას ხარი მიიღებს და უზრუნველგყოფთ ყველა აუცილებელი რესურსით, რათა ყველაზე რთული ამოცანებიც გადაწყვიტოთ, მაგრამ თუ „თავზე გადახტომას“ მოინდომებთ, ხარი ამას თქვენს საბედისწერო შეცდომად შეაფასებს. ასევე მტკივნეული ადგილი იქნება თქვენთვის თანაბარი ურთიერთობების დამყარება სამუშაოზე – წლის მფარველი დრაკონისგან სიმშვიდესა და დამყოლობას მოითხოვს.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ეს წელი თქვენთვის იქნება პერიოდი, როდესაც გმირობისადმი „მიდრეკილება“ ხარისთვის ჩვეულ ნოყიერ ნიადაგზე გადაინაცვლებს. არ არის გამორიცხული, რომ სიყვარულის სახელით გმირობა ჩაიდინოთ. აქ პრობლემა მხოლოდ ისაა, თუ რას იგრძნობს და როგორი რეაგირება ექნება თქვენი გმირობის „მსხვერპლს“.

ჯანმრთელობა ხარის წელიწადში შედარებით სტაბილური იქნება. კარგი იქნება, თუ ნერვულ სისტემას მიხედავთ.

გველი (1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) 

გველისთვის 2021 წელი დასვენებისა და შესაძლებლობების წელი გახდება, რადგან წლის მასპინძლის ენერგია კარგად შეავსებს იმას, რაც გველს არ ჰყოფნის. სულიერი ძიებებისა და განსჯის მოყვარულები, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ მოდუნებასა და მყარი ნიადაგის მოსინჯვას ფეხქვეშ, რასაც ბრძენი ხარი უზრუნველყოფს.

მუშაობის თვალსაზრისით ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა შეგიძლიათ. გექნებათ შეგრძნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია და არის საკმარისი რესურსი. ამისთვის კი განსაკუთრებული პირობა იქნება სწავლისა და ახლის ათვისების სურვილი, რათა განვითარების ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადახვიდეთ და კარიერული ნახტომი გააკეთოთ. დაისახეთ მაღალი მიზნები და არ შეუშინდეთ დაბკოლებებს. დაგჭირდებათ მთელი თქვენი სიბრძნე დიპლომატია, რათა მოხერხებულად აუაროთ გვერდი კონკურენტებსა და მეტოქეებს. არ ღირს ტრაბახი და საკუთარი გეგმების ყველასთვის განდობა.

ურთიერთობებში სიწყნარე და ჰარმონია დაისადგურებს. შესაძლოა, ცხოვრების მეგზური სწორედ ხარის წელიწადს იპოვოთ, რომელიც ხანგრძლივი და მტკიცე კავშირის მომხრეა. ვინც დაოჯახებულია, მისი ცხოვრება წყნარი და სტაბილური იქნება, რამე სახის რყევები მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი დაბრკოლება შეიძლება გახდეს თქვენი მიდრეკილება მსუბუქი ინტრიგისადმი (რომ არ მოიწყინოთ), მაგრამ გეყოფათ იმის ჭკუა-გონება, რომ ამდენად მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დაანგრიოთ.

ჯანმრთელობის მხრივ ხარის წელიწადი მტკიცე მდგომარეობას გპირდებათ, რასაც ხელი უნდა შეუწყოთ სწორი კვებითა და კარგი ფიზიკური დატვირთვით. დაიცავით დღის რეჟიმი, გააკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი კარგად იქნება.

ცხენი (1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) 

ცხენისთვის ხარის წელი არცთუ მარტივი იქნება. საქმე ისაა, რომ ხარიცა და ცხენიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ამავე დროს, ძალიან განსხვავდებიან კიდეც. ერთი მხრივ, ხარი ცხენს დაეხმარება საკუთარი თავის წარმოჩენაში, მისცემს მოქმედებების რესურსს, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარ მოთხოვნებსაც წაუყენებს, რომლებიც თავად ცხენის მოთხოვნებს არ შეესატყვისება. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია კომპრომისის მოძებნა.

ცხენის წელს დაბადებულებს უყვართ კარიერული მიზნების მიღწევა, შეჯიბრება როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან. 2021 წელს იქნება ყველა შესაძლებლობა მწვერვალების დაპყრობისთვის, დანარჩენი კი თავად თქვენზეა დამოკიდებული – როგორ გამოიყენებთ არსებულ რესურსებს. კარგი იქნება, თუ ენერგიას გზის დასაწყისშივე არ დახარჯავთ. ხარი დააფასებს კეთილგონიერებას, ანგარიშიანობასა და რაციონალურ დამოკიდებულებას სამუშაოსა და ფულის მიმართ.

ურთიერთობებთან დაკავშირებით, ცხენების სურვილი, რომ ჰქონდეთ ყველაფერი და თან ერთბაშად, ხარის კონსერვატიზმს წააწყდება. წლის მფარველი ყველანაირად შეეცდება, რომ შეინარჩუნოს არსებული, ხოლო თქვენ ცვლილებები ჰაერივით გჭირდებათ. გინდათ ახალი კონტაქტები, ურთიერთობები, ძველი კავშირების გაწყვეტა და ახლის ჩამოყალიბება, ცვლილებები გარემოსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებში, მაგრამ ამ ყველაფერს ხარი „დაამუხრუჭებს“. მიუხედავად ამისა, 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება კონტაქტების გაფართოება, თუნდაც ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ.

ჯანმრთელობის მხრივ თქვენთვის ყველაზე დიდი საშიშროება 2021 წელს ტრავმების მიღების მომატებული ალბათობა იქნება. ჯობს, არ გარისკოთ ადრენალინის გამო და სახსრების სიმტკიცეზე იზრუნოთ.

თხა/ცხვარი (1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015) 

თეთრი ლითონის ხარის წელიწადში თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში – არაფერი გაგაღიზიანებთ, არ გაიძულებთ, რომ სიმაღლეები „შტურმით“ აიღოთ, რაც არც გჭირდებათ, მაგრამ მუდმივად იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ – და ეს დინამიკაა, ცინცხალი შეგრძნებები. ორივე ნიშანს უყვარს კომფორტი, ურჩევნია, ჩვეულ გარემოში დარჩეს (რომელიც მაინცდამაინც ხელს არ აძლევს), ვიდრე ცვლილებები გადაწყვიტოს.

სამუშაოს მხრივ, სამწუხაროდ, არაფერი საინტერესო მოსალოდნელი არაა. სამაგიეროდ, არც არავინ მოგთხოვთ წლისა თუ თვის გეგმებს, მათ შესრულებასა თუ განვითარების სტრატეგიის მოფიქრებას. ხარი უფლებას მოგცემთ, იყოთ ის, ვინც ხართ და აუჩქარებლად წაიწიოთ არჩეული მიმართულებით (აქ ალღო არ გღალატობთ). თქვენ წარმოიდგინეთ, ამან შეიძლება განსაცვიფრებელი შედეგები მოიტანოს – მოულოდნელად მიაღწევთ მიზანს, რომელიც ოდესღაც დაისახეთ და რომლის განხორციელების იმედიც არ გქონდათ.

ურთიერთობების თვალსაზრისით ყველაზე მთავარი ის იქნება, რომ შეძლებთ დროის გამონახვას, რათა საკუთარ თავში გაერკვეთ და პარტნიორს მოუსმინოთ. ხარი ურთიერთობების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და ამიტომ არ დაუშვებს ურთიერთობების ხმაურიან გამორკვევას. ეს თქვენც არ გიყვართ, მაგრამ ამისკენ ხშირად პარტნიორები გიბიძგებენ. შესაძლებელი გახდება ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანა – დაქორწინება თუ შვილის გაჩენა.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი, ძირითადად, წესრიგში იქნება. ერთადერთი, პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს მათ, ვისაც ფიზიკური აქტიურობა არ უყვარს. ასევე რეკომენდებულია ემოციური მდგომარეობის გაკონტროლება.

მაიმუნი (1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) 

მაიმუნისთვის ხარის წელიწადი არცთუ ხელსაყრელი იქნება. ამ ორ ნიშანს მთელი რიგი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფასეულობები აქვს და მათი შეჯერება ვერ გამოდის, თუმცა ცდა შეიძლება. თუ მაიმუნი ზედმეტად არ „იმაიმუნებს“, ხარი მის ხრიკებზე თვალს დახუჭავს. და რადგანაც წლის მასპინძელი ხარია, დათმობა მაიმუნს მოუწევს.

სამუშაო სფეროში მაიმუნებს ექნებათ შეგრძნება, რომ საქმიანობაში მაქსიმუმს მიაღწიეს და ეს ასეცაა. ხარი მთელი ძალებით შეეცდება, რომ მიღწეული პოზიციები შეინარჩუნოთ. არ „გაგიშვებთ“ სამსახურიდან, რომელიც არ მოგწონთ, დაგემუქრებათ უფულობითა და უსახსრობით, უბინაობით – თვითონ ხომ სითამამე აკლია და წლობით ვერ დგამს სარისკო ნაბიჯს.

ურთიერთობების კუთხით ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების, ინტრიგების, რთული კავშირების წელი გელოდებათ. ეს თქვენი სიმტკიცის ნამდვილი გამოცდა იქნება. ყველაფერი არჩევნის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული, შესაძლოა, ვინმემ ან რამემ თქვენი გრძნობების გამოვლენა დააბრკოლოს. თქვენ კი მაინც გააგრძელებთ გულწრფელი ურთიერთობების ძებნას, ხოლო წლის მასპინძელი მორალისა და პასუხისმგებლობის გრძნობის მკაცრ გამოცდებს მოგიწყობთ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული საფრთხე არ გელოდებათ, მაგრამ უნდა უფრთხილდეთ ნერვულ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს.

მამალი (1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2017)

მამლებისთვის 2021 წელი სიმტკიცის ნამდვილი გამოცდა იქნება. ხარი უკონფლიქტო მეგობარია, მაგრამ მისი გაბრაზება ნამდვილად არ ღირს. მამალი კი ცნობილი პროვოკატორია, ამიტომ უნდა გამოინახოს კომპრომისი ურთიერთდაპირისპირებულ მისწრაფებებს შორის. დათმობა, ბუნებრივია, მამალს მოუწევს – ხარი ხომ ამ წლის ბატონია.

სამუშაოზე მამლები თამასას ძალიან ასწევენ, მაგრამ ხარი მათ „ცეცხლს“ გააგრილებს. ამ წელს შესაძლოა, გადაწყვიტოთ პროფესიის შეცვლა, ახალი საქმის შესწავლა, რადგან გექნებათ დროცა და ენერგიაც, ასევე აუცილებელი რესურსები. დაბრკოლებები კი ადამიანებისგან გელოდებათ. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ ურთიერთობები მათთან, ვისაც წინსვლაში თქვენი დახმარება ან ხელის შეშლა. გამოიყენეთ დიპლომატიურობა და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

ურთიერთობების თვალსაზრისით წელი ყველაზე რთული სწორედ მამლებისთვის იქნება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი პარტნიორის მოძებნა, არამედ მისი შენარჩუნებაც. ეს რთულია, მაგრამ წლის მფარველი ამტანობითა და მოთმინებით დაგაჯილდოებთ. დაოჯახებულებს სირთულეები გელოდებათ, მაგრამ, ამასთან, საინტერესო ამოცანების ამოხსნაც მოგიწევთ, რაც არსებული სიყვარულის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობის მხრივ თეთრი ხარი ძალებისა და ჯანმრთელობის დიდ მარაგს გაჩუქებთ, მაგრამ ენერგია მალევე არ უნდა დახარჯოთ. თქვენი ამოცანა წელს შენელებაა. მოაწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი და ეს თქვენს აქტიურობას დააოკებს.

ძაღლი (1922, 1934, 1946, 1958, 1982, 1994, 2006, 2018)

ძაღლის წელს დაბადებულებისთვის წლის მასპინძელთან ურთიერთობები ძალზე კომფორტული იქნება და ეს იმიტომ, რომ მათი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვევა. ორივე მიიჩნევს, რომ პატიოსნება და კეთილშობილება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ორივე აფასებს ოჯახს, თავს არიდებს კონფლიქტებს და აღმერთებს თავის სახლს. და თუმცა ძაღლი არც ისე მატერიალურია, როგორც ხარი, ისინი მაინც შეეწყობიან ერთმანეთს.

მუშაობის თვალსაზრისით წინსვლისთვის ბევრი ვარიანტი გექნებათ.

სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაზე თამამ და ამბიციურ მიზნებს. ერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს საკუთარი თავის წარმოჩენაში ეჭვის შეტანაა. უნდა გადაწყვიტოთ ასევე ცრუ მოკრძალების პრობლემა. ხელი არ ჰკრათ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სურთ წინსვლაში – დადგება დრო და თქვენც უკან დაუბრუნებთ სიკეთეს.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ამ მხრივ საკმაოდ მშვიდი წელი გელოდებათ. ძაღლის წელს დაბადებულებს, როდესაც სერიოზული ურთიერთობები გაქვთ, ცვლილებები მაინცდამაინც არ გიყვართ, ასევე გძულთ კონფლიქტები და ხანგრძლივი კავშირის გაწყვეტა. ვისაც პარტნიორი არ ჰყავს, ამ წელს დიდი შანსები არსებობს, რომ შეიძინოთ. პრობლემები ელოდებათ მხოლოდ მათ, ვინც ურთიერთობების გამრავალაფეროვნებასა და მასში მგზნებარების შეტანას შეეცდება.

ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ უპრობლემო წელი გექნებათ, ენერგიით აღსავსე იქნებით. უნდა მოაწესრიგოთ დღის რეჟიმი და დაიცვათ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის.

ღორი (ტახი) (1923, 1935, 1947, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

ღორის წელიწადს დაბადებულებისთვის 2021 წელი ძალზე ხელსაყრელი იქნება. მათი სურვილები და ძირითადი თვისებები ასევე ბევრ რამეში ემთხვევა წლის მფარველის, ხარის ინტერესებს. ორივე საკმაოდ კონსერვატორია, მგრძნობიარე (ღორი, რა თქმა უნდა, უფრო ემოციურია), ორივე აფასებს მატერიალურ კომფორტსა და სტაბილურობას. ღორი, ერთი მხრივ, დააფასებს ხარის მიერ ნაბოძებ რესურსებს და, მეორე მხრივ, იგრძნობს, რომ ეს შესაძლოა, აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად დაბრკოლებად იქცეს.

სამუშაო სფეროს რაც შეეხება, ღორი საკმაორ მერყევია კარიერის საკითხებში, ხარსაც არ უყვარს გარისკვა, მაგრამ მუშაობა – კი. სამუშაოსა და ფულის საკითხებში ღორის წელს დაბადებულებს პრობლემები არ გელოდებათ, იღბალი თქვენ გვერდით იდგება. შესაძლებელია მოულოდნელი დახმარებებიც. იყავით თავაზიანი და დელიკატური სამუშაო ადგილზე – ეს 2021 წელს წარმატებების გარანტიაა.

სასიამოვნო, კომფორტული და ჩვეული ურთიერთობები გელოდებათ, თუმცა შესაძლოა, შინაგანად იგრძნოთ ცვლილებების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საურთიერთობო წრის გაფართოება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ღორის სიზარმაცეს, რამე სერიოზული გადაწყვეტილებების იმედი ნაკლებადაა.

ჯანმრთელობის მხრივ ასევე უპრობლემო წელი გელოდებათ. ერთადერთი, შესაძლოა, მელანქოლია მოგეძალოთ და ამან ჯანმრთელობა შეგირყიოთ და განწყობა წაგიხდინოთ. ნუ მისცემთ თავს ცხვირის ჩამოშვების უფლებას და ყველაფერი კარგად იქნება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close