fbpx
იტალიასპორტი

მუსოლინის შვილთაშვილმა რომის „ლაციოსთან“ კონტრაქტი გააფორმა

18 წლის ფეხბურთელმა რომანო მუსოლინიმ (Romano Benito Floriani Mussolini) რომის „ლაციოსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

რომანო ალესანდრა მუსოლინის და მაურო ფლორიანის ვაჟია, იტალიური ფაშიზმის ფუძემდებლისა და დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის, მეტსახელად „დუჩეს“ შვილთაშვილი. იგი, აგრეთვე, არის სოფი ლორენის დის შვილიშვილი (ალესანდრას დედა, ანა მარია შიკოლონე სოფი ლორენის დაა).

რომანო მუსოლინი „ლაციოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. იგი „ლაციოს“ სხვადასხვა ასაკის იუნიორთა გუნდებში თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ახლა კი U-23-ში (23-წლამდელთა ნაკრები) იასპარეზებს პრიმავერას მატჩებში.

რომანო დედასთან, ალესანდრას მუსოლინისთან ერთად
ალესანდრა დედასთან, მარია შიკოლონესთან ერთად.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close