fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ცეკვა კუბოთი – მხიარული დაკრძალვა და წარმატებული ბიზნესი (ვიდეო)

ცეკვა კუბოთი – ბიზნესი, რომელიც 2002 წელს დაიწყო განის მოქალაქე ბენჯამინ აიდუმ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დღეს მის კომპანია Dada awu-ში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. ქორეოგრაფიული ნომრები კუბოთი – დაკრძალვის ცერემონიის ძალიან პოპულარული ნაწილი გახდა განაში და ნებისმიერ ოჯახს შეუძლია შეუკვეთოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს სერვისი საკმაოდ ძვირადღირებულია (მაგ., 2013 წელს ფასი დაახლოებით 135 დოლარიდან იწყებოდა).

კუბოთი ცეკვის ვიდეოები ინტერნეტს მოედო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანმა ნახა.

ბეჯამინ აიდუს იდეა სტუდენტობის დროს მოუვიდა. კოვიდის დროს მისი ეს უჩვეულო სერვისი განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ვიდეოებმა კი ინტერნეტში მიმის (meme) სახე მიიღო. ბენჯამინი ამბობს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ცხოვრებას ამით ოჯახი პატივს მიაგებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ოჯახები ზოგჯერ კრედიტის აღებასაც არ ერიდებიან ამ სერვისით სარგებლობისთვის.

კუბოთი ცეკვის ბიზნესში დასაქმებულებს რაც შეეხება, ისინი ამბობენ, რომ მოსწონთ თავიანთი სამსახური, ძალიან ჯანსაღ საქმიანობად თვლიან და საზოგადოებაშიც დაფასებულები არიან. „ეს ცეკვა კარგ ვარჯიშს უდრის“, –  ამბობს თვითონ ბენჯამინი. იგი ამ სერვისის საკმაოდ მაღალ ფასს იმით ხსნის, რომ მისი თანამშრომლები უბრალოდ კუბოს წაღების ნაცვლად რთულ ქორეოგრაფიულ ნომრებს ასრულებენ. მისი განმარტებით, დაკრძალვის ცერემონიამდე ხდება სიმღერის შერჩევა და ცეკვის რეპეტიციები ტარდება.

აიდუს ეს გამოგონება დღეს უკვე პოპულარულია არა მარტო განაში, არამედ აფრიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.

თინა ბედიაშვილი

ფერფილდი, აშშ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close