ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ იუწყება, რომ 117-ე მოწვევის კონგრესში არ იქნება წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც გენდერობას ეხება. ისინი ნეიტრალური ტერმინებით ჩანაცვლდება, ან საერთოდ ამოიღებენ სამეტყველო ენიდან.
საქართველოს დიპლომატიის მკვლევარის, ანალიტიკოს სიმონ კილაძის პოსტი ამ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ამერიკელი ლიბერალები ზღვარს გადავიდნენ…
„როგორც გაზეთი „ვაშინგტონ თაიმსი“ იუწყება, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს, განუცხადებია, რომ 117-ე მოწვევის კონგრესში არ იქნება წარმოთქმული ისეთი მოძველებული სიტყვები, როგორებიცაა „დედა“, „მამა“, „და“(გოგო), „ძმა“(ვაჟი) … დემოკრატებმა მათი სალაპარაკო ლექსიკიდან ამოღება განიზრახეს.
ნენსი პელოსის თქმით, შესწორებები „პატივს სცემს ყველა გენდერულ იდენტურობას და სიტყვები, რომლებიც გენდერობას ეხება, ნეიტრალური ტერმინებით იქნება ჩანაცვლებული, ან საერთოდ ამოიღებენ სამეტყველო ენიდან“.
კანონპროექტის განხილვის ინიციატორები არიან თვითონ ნენსი პელოსი და წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტთა წარდგენის წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს მაკგოვერნი.
XXIII კანონპროექტის 8(с)(3 პუნქტის თანახმად, მეტყველების ლექსიკიდან ამოიღეს ისეთი გენდერული ტერმინები, როგორიცაა: დედა, მამა, ვაჟი, გოგონა, ძმა, და, ცოლი, ქმარი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ძმისშვილი, დისშვილი, სიდედრი, სიმამრი, დედამთილი, მამამთილი, რძალი, სიძე, დედინაცვალი, მამინაცვალი და ა.შ. https://m.washingtontimes.com/…/no-more-he-she…/…
ამერიკელი დემოკრატების ლიბერალიზმი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ახლა ისინი ძალიან ზედმეტობებს აკეთებენ და ზღვარს გადადიან. თვითონ ამ ნენსი პელოსს ხუთი შვილი და რამდენიმე შვილიშვილი ჰყავს. მისი ასაკი უკვე 80-ს გადასცილდა, მაგრამ გენდერიზმს მაინც არ ეშვება – მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების სრული გათანასწორება და საშუალო სქესის ადამიანის შექმნა სურს. რა უნდა ელაპარაკო ახლა ამათ… ჩვენ ხომ ვერ მივბაძავთ…“ – წერს კილაძე.
კომენტარები