fbpx
მიგრაციამოგზაურობა

რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე და როგორ უნდა გაასაჩივროთ ახალი წესები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესები იცვლება. კერძოდ,  შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან სრულად ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს

როგორ ხდება საქართველოს მოქალაქისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმა?

თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე იღებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას.

დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში.

დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით.

როგორია გასაჩივრების პროცედურა?

გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30  დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close