ცხრა არგუმენტი, რომელიც შეგიძლიათ დაუსახელოთ COVID-19-ის ვაქცინებისადმი სკეპტიკურად განწყობილებს
მაშინ, როდესაც აშშ-სა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო და უახლოეს დღეებში მას Moderna-ს ვაქცინაც შეუერთდება, კითხვა იმის შესახებ, გვექნება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უკვე ჰიპოთეტური აღარ არის.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის განცხადებით, წლის ბოლომდე 20 მილიონამდე ამერიკელის ვაქცინაცია მოხდება. აპრილიდან კი დაიწყება ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანების აცრაც.
თუმცა რამდენიმე გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყოველი ათი ამერიკელიდან ოთხს კორონავირუსის ვაქცინის მიღება არ სურს (ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ აზრი შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ ბევრი ადამიანი აიცრება). დაახლოებით იგივე სურათია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
როდესაც საქმე ვაქცინების უსაფრთხოებას ეხება, ნამდვილად გვაქვს საფუძველი, რომ ამაში დარწმუნებული ვიყოთ. წარმოგიდგენთ ცხრა განმარტებას, რომელიც თამამად შეგიძლიათ დაუპირისპიროთ თქვენს იმ მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, რომელიც ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.
- FDA-ს მიერ მინიჭებული ავტორიზაცია ნიშნავს, რომ ექსპერტი მეცნიერები თანხმდებიან რომ ვაქცინისგან მიღებული სარგებელი აჭარბებს მის რისკებს.
- პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება სცადა ვაქცინის შექმნის პროცესის პოლიტიზება, მაგრამ ავტორიზაციაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.
- კორონავირუსის ვაქცინები უკვე გატესტილია ათობით ათას მოხალისეზე, შესაბამისად, მეცნიერებს უკვე კარგად აქვთ გააზრებული, როგორ რეაგირებენ მათზე ადამიანები.
- Moderna-მაც და BioNTech-მაც ვაქცინა რამდენიმე დღეში შექმნეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი ზედმეტად დაჩქარებული იყო.
- ვაქცინები, რომლებიც mRNA ტექნოლოგიას იყენებს, შედარებით ახალია, მაგრამ ამ მეთოდზე მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ.
- გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა. მეცნიერებმა შენიშნეს მხოლოდ ხანმოკლე ეფექტები, რაც ძირითადად მსუბუქი და წუთიერი იყო.
- Pfizer-ის ვაქცინა რეკომენდებული არ არის გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის, ორსულებისა და პატარა ბავშვებისთვის, მაგრამ ამის მიზეზი მონაცემთა სიმწირე ან უსაფრთხოების რაიმე პრობლემა არ გახლავთ.
- კლინიკურ ცდებს სამარცხვინო ისტორია აქვს ფერადკანიან საზოგადოებებში, მაგრამ უახლესი ცდები უსაფრთხოდ ჩატარდა მოხალისეთა მრავალფეროვან ჯგუფებში.
- მეცნიერები თანხმდებიან, რომ გაცილებით უსაფრთხოა გაიკეთო FDA-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინა, ვიდრე გარისკო COVID-19-ით დაინფიცირება, რომელსაც, როგორც ცნობილია, გრძელვადიანი ეფექტები აქვს.
ამ ცხრა არგუმენტის მეცნიერული დასაბუთება შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: 1tv.ge
კომენტარები