ლიტერატურა/წიგნებისაქართველო

„ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ – სატურნისა და იუპიტერის დღევანდელმა „პაემანმა“ ქართველებს „ვეფხისტყაოსანი“ გაახსენა

მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი დღეს, 21 დეკემბერს, ზამთრის მზებუდობის დღეს, ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, როგორი „სიახლოვეც“ ბოლო თითქმის 800 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ.

იუპიტერისა და სატურნის „პაემანმა“ ქართველებს „ვეფხისტყაოსანი“ გაახსენა, სადაც რუსთველი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის შეხვედრას ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ მეტაფორულად სატურნისა და იუპიტერის „შეერთებას“ ადარებს.

„ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;

ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარზუალ შეიყარნეს“. (1429-ე სტროფი)

მუშთარი, როგორც ცნობილია, ძველქართულად  იუპიტერს ნიშნავს, ხოლო ზუალი – სატურნს.

თითქმის 800 წლის წინათ, 1226 წლის 4 მარტს იუპიტერი და სატურნი ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, როგორც დღევანდელ დღეს ხდება და დედამიწიდან ეს მოვლენა ისე ჩანდა, თითქოს ორი პლანეტა ერთმანეთს შეერწყა. თამარიც და შოთაც ამ დროისთვის, ისტორიკოსთა  დიდი ნაწილის აზრით, უკვე გარდაცვლილები იყვნენ, ცხადია, „ვეფხისტყაოსანიც“ დაწერილი იყო.

თუმცა, არსებობს მკვლევართა ნაწილის მოსაზრება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უფრო გვიანდელი ტექსტია.

ჩვენი მხრივ, ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსთაველს, რომელიც იმ დროისთვის ფრიად განათლებული ადამიანი იყო და მსოფლიოს სწავლულთა ნააზრევს კარგად იცნობდა, ჰქონდა ინფორმაცია ადრე მომხდარი ამგვარი მოვლენის შესახებ. ალბათ არსებობის უფლება აქვს ვარაუდსაც, რომ ეს სტროფი გვიან, 1226 წლის შემდეგ არის დამატებული ტექსტში რომელიმე გადამწერის მიერ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close