სოციალურ ქსელში ჩინელი მომღერლის მიერ შესრულებული „ჭრიჭინას“ ვიდეო გავრცელდა, რომელსაც უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„უი, ორი კი არა, მესამე მარინე ფერაძეც ყოფილა “;
„ქართველობას გვართმევეენ “;
„აი ამიტომ არ უნდა ცხოვრობდეს ერთ სოფელში ორი ჰან ჩუნგ დო, ორივე ჟაო ინგის ასული და ორივე ლი“;
„რაფერ გაახალგაზდავებულა ლეილა აბაშიძე, მერედა ამას გვიმალავდით“;
„ბებია ელპიტე ცოცხალი რომ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ რა დაემართებოდა“;
„შოთა, შენ მოჰკალი ღამურა? ა?“
„მე ის მომწონს, დელი დელა რომ ვერ თარგმნეს. ასეა“.
არიან „აღშფოთებულებიც“: „ვინმე აუხსნას რომ რუსები არ ვართ, გარმონი და კოლმეურნეები რაღა შუაშია“.
სულხან ცინცაძის სიმღერას კინოფილმიდან „ჭრიჭინა“ ჩინელი მომღერალი ჩჟანგ ჰუამინი ასრულებს.
როგორც „გუგლმა“ გვითარგმნა, ჩინური იეროგლიფებით ვიდეოს განმარტებაში წერია: საბჭოთა სიმღერა „მარინეს სიმღერა“, ჩინური ვერსია. Zhang Huamin, კინო და ტელევიზია, „ოქროს სიმღერა 2009“. ვიდეო ატვირთულია 2013 წელს.
სოცქსელის არაერთი მომხმარებელი კომენტარებში გვთავაზობს, მოვისმინოთ ჩინელების მიერ შესრულებული კიდევ ერთი ქართული სიმღერა.
„სულიკო“ – ასრულებს ჩინეთის სახალხო მილიციის გუნდი.
კომენტარები