ქართველები უცხოეთშიnewsსაბერძნეთი

ათენში საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. TV პირველის ცნობით, გარდაცვლილია 30 წლის ვახო მაჩაბელი, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული და დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. იგი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ბერძნულმა მედიამაც გაავრცელა, თუმცა მედიასაშუალებები ეროვნებას არ აკონკრეტებენ, წერენ მხოლოდ, რომ გარდაცვლილი უცხოელია.

alphafreepress.gr-ის ცნობით, შემთხვევა 16 დეკემბერს მოხდა, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ათენის უბან კერაცინიში, სპარტის და ათონის მთის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე პარკში.

ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ დაუსახელებიათ. უწყების ცნობით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close