fbpx
საზოგადოებაინტერვიუ

ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს – თამრიკო ჭოხონელიძის პირველი გულახდილი ინტერვიუ შერიგების შემდეგ (ვიდეო)

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ლელა წურწუმიას გადაცემაში ეწვია, სადაც თავის პირად ამბებზე, ქმართან დაბრუნებაზე გულახდილად ისაუბრა:

„ვინ დაბრუნდა, მოდი, ასე ვიკითხოთ. აქ არ იყო დაბრუნებაზე. ჩვენი გზები გაიყო. მერე კი თავისთავად მოხდა, რომ რაღაც პერიოდის მერე მე დავიბრუნე ჩემი თავი. ზუსტად ის ადამიანი ვარ, როგორიც ხალხმა შემიყვარა. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებდი. მივხვდი, რომ ჩემში ქალი დაბრუნდა. არ ვიცი, გიამ რა დაინახა. რადგან ჩემში ეს ყველაფერი დაბრუნდა, მომეცა ასპარეზი, რომ სწორად გადამეხარშა ბევრი რამ. მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანი და ეს თავისთავად მოხდა, ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს. იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა და გავაწბილო, ვინც ამ სისულელეს ფიქრობს და სხვათა შორის წერს, ასე როგორ უნდა დაპარატავდე, რომ ამას პოლიტიკას მიაწერდე. რა შუაშია პოლიტიკა საერთოდ?! სირცხვილია.

„ალბათ გული დასწყდებათ იმაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს, ვიდრე პოლიტიკური შეხედულებებით დავახლოვდებოდით“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

digest.pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close