მსოფლიოპოლიტიკა

თუ ფრანგებს ასე უყვართ სომხები, მარსელი გადასცენ მათ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღება გააკრიტიკა.

თურქეთის ლიდერის თქმით, საფრანგეთმა ნდობა დაკარგა, როგორც მთიანი ყარაბაღის საკითხზე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ.

„პრეზიდენტმა ალიევმა ფრანგებს მიმართა და უთხრა, რომ თუ ასე უყვართ სომხები, მათ მარსელი გადასცენ. მხარს ვუჭერ ამ წინადადებას. ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია. ოკუპაციის ფაქტი აშშ-მა და რუსეთმა აღიარეს. ოკუპაციას საფრანგეთიც აღიარებდა, თუმცა ახლა სხვა გზით მიდიან“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

3 დეკემბერს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს. 25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close