fbpx
მედიცინაჯანმრთელობა

მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში სპობს

გერმანიის ულმის სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით (SARS-CoV-2) დაინფიცირების ალბათობას ამცირებენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ bioRxiv-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირის ღრუს და ყელის შავი ცირცელისა და ბროწეულის წვენით, აგრეთვე, მწვანე ჩაის ნაყენით გამორეცხვა ორგანიზმს კორონავირუსის ინფექციისგან იცავს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ბუნებრივ პროდუქტებს ვირუსები შეურიეს და ოთახის ტემპერატურაზე გარკვეული დროით გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ შავი ცირცელის (ლათ. Arónia melanocárpa, რუს. черноплодная рябина) წვენი კორონავირუსული ნაწილაკების დაახლოებით 97%-ის ინაქტივაციას სულ რაღაც 5 წუთში ახდენს, ბროწეულის წვენი და მწვანე ჩაი ამ ამოცანას 80%-ით გაუმკლავდნენ.

მეცნიერთა აზრით, საქმე მჟავატუტოვან (pH) ბალანსს ეხება, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსებს გასანადგურებლად და, ასევე, პოლიფენოლების არსებობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ვირუსულ ცილებზე.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: შავი ცირცელი: სასარგებლო თვისებები და რეცეპტები

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close