fbpx
მსოფლიოnews

ესპანეთის პროკურატურა ყოფილ მეფესთან დაკავშირებული მილიონიანი ფონდების შესაძლო არსებობას სწავლობს

ესპანეთის პროკურატურა კუნძულ ჯერსიზე ყოფილ მეფესთან, ხუან კარლოს I-თან დაკავშირებული მილიონიანი ფონდების შესაძლო არსებობას სწავლობს. ინფორმაციას ამის შესახებ საგადასახადო ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სამმართველომ პროკურატურას გაუგზავნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო კუნძულ ჯერსიზე საეჭვო ფონდების შესაძლო არსებობის შესახებ და რომ ისინი შესაძლოა ყოფილ მეფეს უკავშირდებოდეს. დოკუმენტში ასევე საუბარია მილიონიან ფონდებზე, რომლებიც შესაძლოა ესპანურ საგადასახადო სისტემას დაუმალეს.

ამასთან ერთად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჯერჯერობით პირველ ეტაპზეა და ხელშესახები ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს ჯერ არ მოუპოვებია.

2014 წლის 18 ივნისს ხუან კარლოსი ესპანეთის ტახტიდან გადადგა და ქვეყნის მეფე მისი ვაჟი, ფილიპე VI გახდა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close