საბერძნეთი ახალ შეზღუდვებს აწესებს – ხვალ პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მიმართავს
ცნობილი ხდება, რომ ხვალ, 5 ნოემბერს, შუადღის 12 საათზე (ათენის დროით) საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართავს. მიმართვის შემდეგ მთავრობის მეთაური ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებს ეპიდემიოლოგი სოტირის ციოდრასი.
საბერძნეთის მედიის ცნობით, ლოქდაუნის გამოცხადება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ხელისუფლება აპირებს, შეზღუდოს ქვეყნის რეგიონებს შორის მოქალაქეთა გადაადგილება, აგრეთვე, კიდევ უფრო გაამკაცროს ზომები.
დღეს დილით მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ატიკის ოლქში ამ ეტაპზე ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა მთავრობა ერთი კვირის შემდეგ საკითხს კვლავ განიხილავს.
დღეს დილიდან კოვიდინფექციით საბერძნეთში კიდევ ათი ადამიანი გარდაიცვალა. თესალონიკში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები